საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
გენო პეტრიაშვილი მსოფლიო ჩემპოიონატის ბრინჯაოს პრიზიორია
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2013/09/18 12:26:25

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ეროვნული ნაკრების მძიმეწონოსანი - გენო პეტრიაშვილი უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.

19 წლის ქართველმა მოჭიდავემ ბრინჯაოს მედლისათვის შეხვედარში ჩინელ ჟივეი დენგს 4 წუთში 10:3 სძლია და ევროპის ჩემპიონატზე მოპოვებულ ბრინჯაოს მსოფლიო ჩემპიონატის პრიზიორობაც მიამატა.

ოქროს მედლისათვის ბრძოლას პეტრიაშვილი ნახევარფინალში გამოეთიშა, სადაც უნებლიე შეცდომის გამო რუსეთის ეროვნული ნაკრების ტიტულოვან წევრ - ჰაჯიმურატ გაცალოვთან დამარცხდა. გაცალოვთან დაპირისპირებამდე გენო პეტრიაშვილმა ორი შთამბეჭდავი გამარჯვების მოიპოვა - მერვედფინალში ინდოელი ჰიტენდერ ჰიტენდერი 47 წამი დაამარცხა,რუმინელ დანიელ ჩინტოანს კი წუთსა და 55 წამში 7:0 სძლია.

 

17 სექტემბერს საქართველოს ეროვნული ნაკრების კიდევ 2 წევრი გავიდა ხალიჩაზე, თუმცა წარუმატებლად - ევროპის მოქმედი ჩემპიონი დავით მარსაგიშვილი (84 კგ) ჩემპიონატს მერვედფინალიდან გამოეთიშა, ხოლო ლონდონის ოლიმპიური თამაშების ფინალისტი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (60 კგ) მეოთხედფინალში დამარცხდა. 

18 სექტემბერს მედლები თავისუფალი სტილით ჭიდაობის ერთადერთ დარჩენილ წონაში, 74 კილოგრამში გათამაშდება. საქართველოს სახელით კი იაკობ მაქარაშვილი იჭიდავებს, რაც შეეხება ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებს, კლასიკები მსოფლიო ჩემპიონატს 20 სექტემბრიდან შეუერთდებიან.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2283
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია