გუშინ, გვიან ღამით აღმაშენებლის ხიდიდან ახალგაზრდა მამაკაცი თვითმკვლელობის მიზნით გადახტა. შემთხვევის დროს, ხიდის მიმდებარე ტერიტოიაზე საპარტული პოლიციის თანამშრომელი იმყოფებოდა, რომელმაც მომხდარის შესახებ მამაკაცის თანმხლები პირისგან შეიტყო. პოლიციის თანამშრომელი მდინარეში გადახტა და ახალგაზრდა მამაკაცი დახრჩობას გადაარჩინა. მომხდარზე საქმე ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების მცდელობის მუხლით არის აღძრული.