საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
„ქართული დასი“ ქუთაისის საკრებულოს მუდმივმოქმედ კომისიას უნდობლობას უცხადებს
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2013/09/16 14:31:53

„ქართული დასის“ იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი სახელაშვილი ქუთაისის საკრებულოში მუდმივმოქმედ საკონკურსო-საატესტაციო კომისაის უნდობლობას უცხადებს. მისი განცხადებით კომისიის წევრი ზურაბ ხურციძე მერის არჩევის პროცესში არ უნდა ერეოდეს. ვინაიდან, როგორც სამჯერ ნასამართლევს ამის არანაირი კანონიერი უფლება არ აქვს.

„რა უფლება აქვს ზურაბ ხურციძეს ქალაქის მომავალი ბედი გადაწყვიტოს და მერის მოვალეობის შემსრულებელი აირჩიოს, მაშინ, როდესაც სამჯერ არის ნასამართლევი, მათ შორის თაღლითობისთვის. ხურციძე ასევე პირადი ინტერესებისათვუს იყენებს სახელმწიფო ქონებას და მერიის კუთვნილი მანაქანით გადაადგილდება.“-აღნიშნავს გიორგი სახელაშვილი.

„ქართული დასის“ იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე ადგილობრივ თვითმმართველობაში განვითარებულ მოვლენენსაც ეხმიანება და აღნიშნავს, რომ კოპალიანის სახელით ჩატარებული რეორგანიზაციისათვის ერთ დროს  „მთავარმა ნაციონალმა“ თენგიზ თოფურიძემ პრემია აიღო. მანვე აღნიშნა,რომ ქალაქის მართვას  „პატრიოტები“ აგრძელებენ.

„სირცხვილია ამ ქალაქში გერქვას „პატრიოტი“ და გოჩა თევდორაძე და კახა ნემსიწვერიძე იყო.“-აღნიშნავს სახელაშვილი.

სახელაშვილის ბრალდებებს გამოეხმაურა კომისიის წევრი ზურაბ ხურციძე და აღნიშნავს, რომ „ნაციონალების შემოდგებული“ სახელაშვილის ბრალდება უსაფუძვლოა.

 

„მე არც ნასამართლევი ვყოფილბარ და არც მერიის მანქანით დავდივარ, აღიშნული მანქანით ჭრელაშვილი დადის. პირადად  მე იმ მანქანით მხოლოდ  ერთხელ ვიმგზავრე“-განაცხადა ხურციძემ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2658
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია