დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისში 2044 პირველკლასელია
ავტორი:
2013/09/16 13:39:25

ქუთაისის  55  სკოლაში პირველი ზარი 2044 პირველკლასელისთვის დაირეკა,  მათგან,   38 საჯარო,  17 კი  კერძო სკოლის მოსწავლეა.

ახალი სასაწავლო წლის დაწყება პირველკლასელებს ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა კოტე ლომიძემ მიულოცა.

„მინდა, ყველას – პედაგოგებს, მოსწავლეებს, მთელ საქართველოს მივულოცო ახალი სასწავლო წლის დაწყება. ეს არის დიდი ზეიმი. ჩვენ, ადგილობრივ ხელისუფლებას, რაც შეგვიძლია, ყველაფერს გავაკთებთ მათთვის,"–აცხადებს კოტე ლომიძე.

„ჩვენ მზად ვართ სწავლის დასაწყებად. წიგნბეის 80% უკვე დარიგებულია, დანარჩენიც დარიგდება ეტაპობრივად",–ამბობს პირველი საჯარო სკოლის დირექტორი თამაზ ცხადაძე.

დღესვე ახალი სასწავლო წელი დაიწყო ბაღებშიც.

„900-მდე აღსაზრდელი მივიღეთ წელს. იანვრის ბოლომდე, ალბათ, კიდევ დაგვემატება 200-მდე ბავშვი, რომლებიც, ახალი კანონის თანახმად, ჯერჯერობით,  ვერ ახერხებენ სწავლის ბაღში სიარულს, რადგან ორი წელი არ შესრულებიათ",–ამბობს ქუთაისის  ბაგა-ბაღების აიპი გაერთიანების ხელმძღვანელი მაია პაქსაძე.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2773
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია