დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისში გარევაჭრობა კვლავ აქტუალურია
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2013/09/16 13:11:11

ჭავჭავაძის გამზირზე, „უნივერმაღის" გვერდით მომუშავე გარემოვაჭრეებისათვის მიცემული ვადა დღეს დასრულდა და ბოშები სამუშაოდ შეთავაზებულ ობიექტში უნდა გადასულიყვნენ. თუმცა, მიუხედავად შათანხმებისა, გარევაჭრობა კვლავ გრძელდება. გარემოვაჭრეების განცხადებით,  სასკოლო ბაზრობა ჯერ არ დასრულებულა, ამიტომ კვლავ აგრძელებენ მუშაობას.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირაში ე.წ. „კეჩის“ ბაზრობის მოვაჭრეების უკმაყოფილების გამო მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებმა გარემოვაჭრეებს ქუჩაში ვაჭრობის უფლება აღარ მისცეს, რის გამოც უკმაყოფილო ბოშებმა მერიის წინ გადაინაცვლეს და მუშაობის უფლება მოითხოვეს. მერის მოვალეობის შემსრულებელმა კოტე ლომიძემ ბოშებს სამუშაოდ ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე ერთ-ერთი ობიექტი შესთავაზა, თუმცა, ბოშების დაჟინებული მოთხოვნით, თვითმმართველობამ მათ ნება დართო სასკოლო ბაზრობის დასრულებამდე  უნივერმაღის გვერდით ევაჭრათ, დღეიდან კი ადგილი, რომელიც კერძო საკუთრებას წარმოადგენს, უნდა დაეტოვებინათ.  გარემოვაჭრეებმა მოვალეობის  შემსრულებლისათვის მიცემული პირობა არ შეასრულეს და აღნიშნულ ტერიტორიაზე კვლავ აგრძელებენ მუშაობას, რაც სავაჭრო ცენტრის და ბაზრის მოვაჭრეების უკმაყოფილებას იწვევეს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 4183
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია