დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
კონფლიქტი
საკუთარ კაბინეტში „ჩაკეტილი“ დეპუტატი
ავტორი:
2013/09/16 12:56:17

გასული კვირის საკრებულოს სხდომაზე, სადაც ერთადერთი განსახილველი  საკითხი დიმიტრი კოპალიანის თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადების დაკმაყოფილება იყო, დაპირისპირება მოხდა საკრებულოს დეპუტატსა და მრავალშვილიან  დედას შორის.  

 

მარინე დახუნდარიძემ, რომელიც სხდომას საგანგებოდ ესწრებოდა,  დიმიტრი კოპალიანის თანამდებობიდან წასვლა გააპროტესტა და ფრაქცია  „პატრიოტების“ დეპუტატი  კახა ნემსიწვერიძე   ქალაქის სრულ მონოპოლიზებაში დაადანაშაულა. მისი თქმით, ნემსიწვერიძე, გოჩა თევდორაძესთან ერთად, დანაშაულებრივი გზით მართავს ქალაქს. ხმამაღალი შელაპარაკების  დროს დახუნდარიძემ დეპუტატს „ბანდიტი“ უწოდა, რის შემდეგაც  ნემსიწვერიძემ მისი მისამართით განაცხადა: „ვნახავ მე შენს შვილებს“ - ამ სიტყვებით ნემსიწვერიძემ სხდომათა დარბაზი დატოვა, რის შემდეგაც მრავალშვილიანმა  დედამ  დეპუტატს კაბინეტში ააკითხა და რამდენიმე წუთის განმავლობაში ოთახიდან გამოსვლის საშუალებას არ აძლევდა.

„ჩემი შვილებით დამემუქრა ნემსიწვერიძე. აბა, გაბედოს და რომელიმეს  ხელი ახლოს. რა უნდა მაგ ბანდიტს ამ ქალაქში. შეჭამეს მაგან და გოჩა თევდორაძემ მთელი ქუთაისი.  ნუთუ არ იმსახურებდა ჩვენი ქალაქი ერთ პატიოსან მერს?“ - განაცხადა მარინე დახუნდარიძემ. 

ვითარების განსამუხტად ნემსიწვერიძის კაბინეტთან საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ მარგველაშვილიც მივიდა,თუმცა, დახუნდარიძე შენობის დატოვებაზე კატეგორიულ უარს აცხადებდა. 

მოგვიანებით, ოთახიდან თავად ნემსიწვერიძე გამოვიდა და მრავალშვილიან დედას „გამომძალველი“ უწოდა.

საბოლოოდ, მარინე დახუნდარიძე შენობიდან დაცვის თანამშრომლებმა გაიყვანეს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2937
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია