საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისში მუსიკალური სკოლიდან დევნილების გამოსახლებას სამინისტრო უარყოფს
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2013/09/15 19:17:25

ქუთაისში ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე ყოფილი მუსიკალური სკოლის შენობა ორმოცამდე დევნილ ოჯახს დაატოვებინეს. დევნილების განცხადებით, მათ წასასვლელი არსად აქვთ. სამინისტრო კი ფართებით მათ დაკმაყოფილებას ვერ უზრუნველყოფს.

დევნილების გამოსახლების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებენ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში.

დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსის მურად აბლოთიას განცხადებით,  გამოსახლება არ მომხდარა და ვინაიდან დევნილები შენობაში უნებართვოდ შესახლდნენ, მათ იცოდნენ, რომ შენობა უნდა დაეტოვებინათ.

 

„არანაირი გამოსახლება არ მომხდარა, დევნილებმა თავად დატოვეს შენობა. მათგან ნაწილი რაიონებიდან იყვნენ ჩამოსულები, რომელთაც უკვე ჰქონდათ მიღებული კომპენსაცია, ამიტომ ახალი ფართით ვერ დაკმაყოფილდებობნენ. ნაწილი კი მუსიკალური სკოლის გვერდით, ერთ სართულიან შენობაში გადავიდნენ. ზოგიერთი ოჯახი კი ახლობელთან გადავიდა დროებით. იმ შემთხვევაში თუკი ეს დევნილები გაივლიან შესაბამის პროცედურებს, მიღებული სარეიტინგო ქულების შესაბამისად, არ არის გამორიცხული მუსიკალური სკოლის შენობის გარემონტების შემდეგ, კვლავ ამ  ბინებით დაკმაყოფილდნენ“.-განაცხადა მურად აბლოთიამ psnews.ge-სთან საუბრისას.მისივე განცხადებით აღნიშნული შენობა უახლოეს მომავალში გარემონტდება და მასში 74 დევნილი ოჯახი შესახლდება.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1852
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია