დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის ოპერის თეატრის დირექტორი: -" ჩვენს თეატრს საერთაშორისო კლასის თეატრად ვაქცევთ"
ავტორი:
2013/09/13 16:00:30

ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელისა და გენერალური დირექტორის წარდგენა ოფიციალურად დღეს მოხა. როგორც თეატრის დირექტორი ხატია მედვედევა psnews.ge -სთან საუბარში ამბობს,  მინისტრმა  მათი დანიშვნის შესახებ შესაბამის ბრძანებას ხელი უკვე მოაწერა.

"ახლა უკვე  შემიძლია ვთქვა, რომ მე ვარ თეატრის გენერალური დირექტორი, სამხატვრო ხელმძღვანელად კი გიორგი ჭიჭინაძე დაინიშნა. უკვე შევუცვალეთ სახელწოდება თეატრს. მას ამიერიდან "ქუთაისის ბალანჩივაძეების ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო პროფესიული თეატრი" ერქმევა.  ერთადერთი რაც ამ ეტაპზე საზოგადოებას შემიძლია დავპირდე, არის ის, რომ ქუთაისის თეატრს ნამდვილად ვაქცევთ საერთაშორისო კლასის თეატრად",- აცხადებს ხატია მედვედევა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2901
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია