დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„ნაციონალი“ გიორგი თევდორაძე კოპალიანის გადადგომაზე: „ან მოსვლა რა იყო, ან წასვლა?"
ავტორი:
2013/09/13 11:42:36

ქუთაისის მერის, დიმიტრი კოპალიანის გადადგომას და ქალაქში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს  ეხმაურება  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის ორგანიზაცია. ორგანიზაციის ოფისში დღეს გამართულ ბრიფინგზე საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გიორგი თევდორაძემ მერის გადადგომასთან დაკავშირებით ადგილობრივი ხელისუფლებისგან განმარტებების გაკეთება მოითხოვა.  

„როგორც ჩანს, ქუთაისში იწყება ეპოპეა მერების სწრაფი ცვლის. დიმიტრი კოპალიანის მოსვლა და ორ თვეში წასვლა მხოლოდ ამაზე მეტყველებს.  მე მიმაჩნია, რომ იმ ადამიანებმა, რომლებმაც მოიყვანეს კოპალიანი ქალაქის სათავეში,  უნდა გააკეთონ განმარტებები საზოგადოებისთვის, რა ხდება ქალაქში. აქვე გამოვთქვამთ მზადყოფნას, მივიღოთ მონაწილეობა ახალი მერის არჩევის  კონსულტაციებში, თუ, რა თქმა უნდა, ამის სურვილი და მზადყოფნა იქნება ადგილობრივი ხელსიუფლებისგან."–აცხადებს გიორგი თევდორაძე.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2640
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია