საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ზესტაფონის გამგებლის პოსტს ტარიელ თუთარაშვილი დაიკავებს
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2013/09/12 17:20:40

ზესტაფონის საკრებულო უახლოეს სხდომაზე ახალ გამგებელს დაამტკიცებს. გამგებლის პოსზე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განაცხადი 34 კანდიდატმა შეიტანა, თუმცა,  იმის გამო, რომ 22 კანდიდატს საბუთები მოწესრიგებული არ ჰქონდა კონკურსს გამოეთიშა. საკონკურსო-საატესტაციო კომისიასთან გასაუბრების შემდეგ, დარჩენილი 12 კანდიდატიდან ხმათა უმრავლესობით ტარიელ თუთარაშვილი ლიდერობს, მეორე ადგილზე ინგა კელენჯერიძეა, მესამეზე კი გიორგი გიგიაძე. ხმათა უმრავლესობით გამგებლის პოსტს ტარიელ თუთარაშვილი დაიკავებს, რომელიც საზოგადოებისთვის საბანკო სექტორიდან არის ცნობილი. ის ბოლო წლებში "ქართუ ბანკი"-ის  ქუთაისის ფილიალის მმართველი იყო.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2306
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია