დაისვენე კურორტ ახალდაბაში
პრეზიდენტის დაცვის სპეციალური სამსახური შექმნამდე უქმდება
ავტორი:
2013/09/12 13:07:02
"სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებების გათვალისწინებით, პრეზიდენტის დაცვის სპეციალური სამსახური ლიკვიდაციას ექვემდებარება. აღნიშნული სტრუქტურის ლიკვიდაცია 30 ოქტომბრამდე უნდა გახორციელდეს. ამ მიზნით, მთავრობისა და პრეზიდენტის წარმომადგენელთა შემადგენლობით სპეციალური კომისიაც შეიქმნება. გარდა ამისა, კანონში ცალკე პუნქტად იწერება, რომ პრეზიდენტს თანამდებობაზე არჩევის დღიდან სიცოცხლის ბოლომდე ენიშნება პერსონალური დაცვა სამუშაო, მუდმივ და დროებით ადგილსამყოფელში. პრეზიდენტის უფლებამოსილების პერიოდში, მისი ოჯახის წევრებს ენიშნებათ პერსონალური დაცვა და იგი შეუნარჩუნდებათ პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგაც, მისი სიცოცხლის ბოლომდე. შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური პრეზიდენტიდან პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაში გადავიდა, რასაც პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და მისი გუნდის მხრიდან სერიოზული პროტესტი მოჰყვა. ამიტომ უმრავლესობამ უშუალოდ სააკაშვილის დაქვემდებარებაში ცალკე სტრუქტურის _ პრეზიდენტის დაცვის სპეციალური სამსახურის შექმნის გადაწყვეტილება მიიღო და ამ მიმართულებით კანონში შესაბამისი დამატებებიც შეიტანა. აღნიშნულ სამსახურს პრეზიდენტის, მისი ოჯახის წევრებისა და პრეზიდენტის სარგებლობაში არსებული ობიექტების დაცვა უნდა უზრუნველეყო, თუმცა, ცალკე სამსახურის შექმნის გადაწყვეტილება მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილების და კანონის დონეზე დარჩა, რადგან რეალურად პრეზიდენტის ადმინისტრაციის ფარგლებში აღნიშნული ორგანო არ ჩამოყალიბებულა.
წყარო: gurianews.com
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1901
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია