დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ბიძინა ივანიშვილი - სამინისტროებში გამართულ ღონისძიებებზე მოწყობილ სუფრებში ძალიან დიდი თანხები იხარჯება
ავტორი:
2013/09/12 12:58:03
ბიძინა ივანიშვილი - სამინისტროებში გამართულ ღონისძიებებზე მოწყობილ სუფრებში ძალიან დიდი თანხები იხარჯება სამინისტროებში გამართულ ღონისძიებებზე მოწყობილ სუფრებში ძალიან დიდი თანხები იხარჯება, - ამის შესახებ სასტუმრო "რედისონში " მიმდინარე კონფერენციაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ამ თანხების ოდენობა დღევანდელობასთან შესატყვისი არ არის.
"ძალიან ბევრ პრეზენტაციას დავესწარი სხვადასხვა სამინისტროში და ვნახე, რომ სუფრებზე იხარჯება ძალიან დიდი თანხები. ამაზე ხმამაღლა უკმაყოფილება აქამდე არ გამომითქვამს. ეს არ არის შესატვისი ჩვენს დღევანდელობასთან. ყველა სამინისტრომ, მიუხედავად იმისა, თუ რა დღესასწაულია არ არის სწორი, რომ ამხელა თანხები დახარჯოს. ეს ეხება სამინისტროებსაც და აჭარის მთავრობასაც. დღესასწაული არ შეიძლება აუცილებლად გადაიქცეს ღრეობად, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
დღევანდელ კონფერენციაზე, რომელიც შეეხება საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას, ჟურნალისტმა ზვიად ქორიძემ ისაუბრა ერთ-ერთ გაზეთში გავრცელებულ სტატიაზე, რომლის მიხედვითაც, ბათუმობის დღესასწაულზე აჭარის მთავრობისგან სწორედ სუფრებზე დაიხარჯა ყველაზე მეტი თანხები.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1610
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია