ენერგეტიკის მინისტრი, კახა კალაძე ამ ეტაპზე თავს იკავებს სემეკ-ის თავმჯდომარეობის კანდიდატების დასახელებისგან.
როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სემეკ-ის თავმჯდომარეობის კანდიდატზე კონსულტაციები მიმდინარეობს.
"სხვათაშორის, კანდიდატები არის და მათი განხილვა მიმდინარეობს. კანდიდატების ვინაობა უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი, ჯერ თავს შევიკავებ მათი დასახელებისგან", - განაცხადა კალაძემ.
წყარო:
interpressnews.ge