დაისვენე კურორტ ახალდაბაში
გიორგი ლაფერაშვილი - "რუსთავი 2" მაუწყებლობას არ შეაჩერებს
ავტორი:
2013/09/12 12:50:12
გიორგი ლაფერაშვილი - "რუსთავი 2" მაუწყებლობას არ შეაჩერებს ტელეკომპანია "რუსთავის 2"-ის საინფორმაციო სამსახურის მთავარი პროდიუსერი გიორგი ლაფერაშვილის ინფორმაციით, ტელეკომპანიის შენობაში გამოცხადებული ევაკუაცია მაუწყებლობის შეჩერებას არ გამოიწვევს.
როგორც გიორგი ლაფერაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, მიმდინარეობს ტექნიკური გადაიარაღება და საინფორმაციო გამოშვება "კურიერი" ჩვეულ რეჟიმში გავა ეთერში.
"როგორც გვეუბნებიან, ანონიმური ზარი შევიდა პოლიციაში დაახლოებით 10:30 საათიდან 10:45 საათის მონაკვეთში, მათ თქვეს, რომ "რუსთავი 2"-ში აფეთქდება ბომბი, გამოცხადდა ევაკუაცია, მოვიდა პატრული, ყველაფერი კანონით დადგენილი პროცედურებით მიმდინარეობს. ეს არავითარ შემთხვევაში არ გამოიწვევს "რუსთავი 2"-ის მაუწყებლობის გაჩერებას. სამუწყებლო კომპანია "რუსთავის 2" ამ წუთებშიც მაუწყებლობს, "კურიერიც" გავა ეთერში. მიმდინარეობს მცირე ტექნიკური გადაიარაღება, ეს ყველაფერი მაყურებელზე არ აისახება", - განაცხადა გიორგი ლაფერაშვილმა.
ამ დროისთვის ტელეკომპანიის შენობაში გამნამღველები და საექსპერტო- კრიმინალისტიკური სამსახურის თანამშრომლები მუშაობენ. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია, შენობის თანამშრომლები ევაკუირებულები არიან.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1492
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია