დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ბიძინა ივანიშვილს პრეზიდენტის მიერ ძვირადღირებული ვერტმფრენებით სარგებლობა ამორალურ საქციელად მიაჩნია
ავტორი:
2013/09/12 12:46:03
ბიძინა ივანიშვილს პრეზიდენტის მიერ ძვირადღირებული ვერტმფრენებით სარგებლობა ამორალურ საქციელად მიაჩნია პრემიერ-მინისტრს პრეზიდენტის მიერ ძვირადღირებული ვერტმფრენებით სარგებლობა საქართველოში არსებული სოციალური ფონის გათვალისწინებით ამორალურ საქციელად მიაჩნია.
როგორც ბიძინა ივანიშვილმა ფრანგული ვერტმფრენების საკითხის კომენტირებისას აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილს ორი ვერტმფრენი უკვე ემსახურება და მისთვის გაუგებარია რატომ ჰქონდა კიდევ სამი დაკვეთილი საკუთარი სარგებლობისთვის.
"ერთი ვერტმფრენი გადაკეთებულია და მორგებულია ერთ კაცზე, მეორეც მისი მსგავსია. ჩვენ დღეს ასეთი ძვირფასი ვერტმფრენების მოთხოვნილება არ გვაქვს. თუკი საშუალება გექნება, ამაში ცუდი არაფერია, მაგრამ თუ ჩვენს ბიუჯეტს შეხედავთ, გაიხსენებთ სოციალურად დაუცველებს და მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას, რომელიც სიღარიბეში ცხოვრობს, ვფიქრობ ასეთი ღირებულების ვერტმფრენებით სარგებლობა მისი მხრიდან ამორალური იყო", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
პრემიერის შეფასებით, ის, რომ მიხეილ სააკაშვილი ამ თემაზე "ხმის ამოღებას ბედავს", ქართული საზოგადოების კულტურაზე მიუთითებს.
"ჩვენ კულტურული ხალხი ვართ. ამ ყველაფერს ვითმენთ და ეს კაცი ამით სარგებლობს. ამ ფრანგული ვერტმფრენების ჩამოყვანა არ გვინდოდა, მაგრამ ადგილზევე ვერ გავყიდეთ. იქ შენახვა ძვირი გვიჯდებოდა და ამიტომ ჩამოვიყვანეთ. ჩვენ არა 80 და 60 მილიონად, არამედ გაცილებით იაფად, რამდენიმე მილიონად მოვახერხეთ ძველი ვერტმფრენების აღდგენა, რომელიც ჰყავს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებს. ასე გაცილებით მარტივი იქნება", - აღნიშნა ივანიშვილმა.
პრემიერის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობა დღესაც ცდილობს ფრანგული ვერტმფრენების გასხვისებას, თუმცა ჯერ მყიდველი ვერ იპოვნა.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1516
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია