იუსტიციის სასწავლო ცენტრსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატს შორის მემორანდუმი გაფორმდება
მთავრობის კანცელარიაში იუსტიციის სამინისტროს იუსტიციის სასწავლო ცენტრსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის
აპარატს შორის დღეს თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, მემორანდუმი პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე საზოგადოების ინფორმირებისა და ცნობიერების ამაღლების მიზნით, იუსტიციის სასწავლო ცენტრისა და მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის თანამშრომლობას ითვალისწინებს.
იუსტიციის სასწავლო ცენტრი მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატს კადრების შერჩევასა და მათ გადამზადებაშიც დაეხმარება, ორგანიზებას გაუწევს შესარჩევი კონკურსის წერით ეტაპს, ტრენინგებსა და სემინარებს თანამშრომელთათვის.
წყარო:
interpressnews.ge