დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
"ელიტ ელექტრონიქსის" მაღაზიაში hp-ს ბრენდ ზონის გახსნის ცერემონია გაიმართება
ავტორი:
2013/09/12 12:20:12
"ელიტ ელექტრონიქსის" მაღაზიაში hp-ს ბრენდ ზონის გახსნის ცერემონია გაიმართება "ელიტ ელექტრონიქსის" მაღაზიაში hp-ს ბრენდ ზონის გახსნის ცერემონია დღეს გაიმართება, სადაც წარმოდგენილი იქნება hp-ს, ბრენდის უახლესი პროდუქცია. როგორც "ინტერპრესნიუსს" "ელიტ ელექტრონიქსიდან" აცნობეს, ღონისძიებას hp-ს ვიცე-პრეზიდენტი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში აკიმ კატლერი და "ელიტ-ელექტრონიქსის" გენერალური დირექტორი ლადო ჯობავა გახსნის.
სექტემბრის თვიდან hp ქართველ მომხმარებელს ახალ ასორტიმენტს სთავაზობს, არსებულ მოდელებთან ერთად ოფიციალურად ხელმისაწვდომი იქნება hp-ს ბრენდის სამომხმარებლო ლეპტოპების მიმართულება: მომხმარებლისთვის უკვე კარგად ნაცნობი პავილიონ და ულტრათანამედროვე ენვი სერიები.
უკვე მრავალი წელია რაც კომპანია "ელიტ ელექტრონიქსი" hp-ს ბრენდის ერთ-ერთი უმსხვილესი რითეილ პარტნიორია ქართულ ბაზარზე. სწორედ ამან განაპირობა hp-ს ბრენდ ზონის გახსნა "ელიტ ელექტრონიქსის" მაღაზიათა ქსელში. hp-ს ბრენდ ზონა პირველ ეტაპზე "ელიტ ელექტრონიქსის" ორ მაღაზიაში გაიხსნება(თბილისი ცენტრალსა და ყაზბეგის გამზირზე), თუმცა "ელიტ ელექტრონიქსის" მთელ ქსელში წარმოდგენილი იქნება hp-ს ბრენდის ფართო ასორტიმენტი ყველა საფასო კატეგორიაში, ნოუთბუქები, პრინტერები და სხვა მრავალი IT აქსესუარები, რომელიც უკვე სრულად დააკმაყოფილებს ყველა ტიპის მომხმარებლის მოთხოვნებს - საბიუჯეტო მოდელებით დაწყებული, პრემიუმ თაჩსმარტ მოდელებით დამთავრებული.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1597
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია