დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ბიძინა ივანიშვილი - არც მთავრობის კანცელარიაში და არც შსს-ში გამჭვირვალობის პრობლემა არ არსებობს
ავტორი:
2013/09/12 12:18:04
ბიძინა ივანიშვილი - არც მთავრობის კანცელარიაში და არც შსს-ში გამჭვირვალობის პრობლემა არ არსებობს არც კანცელარიაში და არც შსს-ში გამჭვირვალობის პრობლემა არ არსებობს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის კვლევის შედეგებზე კომენტირებისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ვიღაცამ შეიძლება ინსტრუქცია უკეთესად დაიცვა, თორემ მთავრობაში გამჭვირვალობის პრობლემა არ დგას.
"ეს ნორმალურია, რომ ვიღაცას ზუდსტად აქვს შესრულებული რაც მოითხოვება, ვიღაცას ნაკლებად. გამჭვირვალობის პრობლემა არც კანცელარიაში და არც შსს-ში არ არსებობს. რაც შეეხება პრეზიდენტის ადმინისტრაციას, ამაზე ვერ გიპასუხებთ. ყველაფერი ნორმაშია, შეძლება ვიღაცამ ინსტრუქცია უკეთესად დაიცვა, თორემ ჩვენს მთვარობაში გამჭვირვალობის პრობლემა არ დგას", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა 2012-2013 წლებში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისთვის რამდენიმე საჯარო დაწესებულება, მათ შორის სამინისტროები დააჯილდოვა.
როგორც ინსტიტუტის წარმომადგენელმა ლევან ავალიშვილმა განაცხადა, ამ მხრივ ცუდი შედეგები აქვს მთავრობის კანცელარიას, შსს-ს და პრეზიდენტის ადმინისტრაციას.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1640
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია