დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„რუსთავი-2“-ში ბომბს ეძებენ
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2013/09/12 11:47:43

ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის შენობიდან ევაკუაცია განხორციელდა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლოა,  ტელეკომპანიაში ასაფეთქებელი მოწყობილობა იყოს და ევაკუაციაც სწორედ ამას უკავშირდება.

ტელეკომპანია რუსთავი2-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ინფორმაციით, ტელეკომპანიაში არსებული ბომბის შესახებ, სატელეფონო ზარით შეატყობინეს.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლებელია დღევანდელი საინფორმაციო გამოშვება, რუსთავი2-ის ძველი შენობიდან გავიდეს. 

ამ წუთებში, რუსთავი2-ში გამნაღმველები და კინოლოგები მუშაობენ. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2800
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია