დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გოგი წულაია: " ქუთაისი ასაფეთქებელ ბომბს ჰგავს"
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2013/09/11 13:54:57

პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის წევრებმა ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, ჭავჭავაძის გამზირზე ახალი გაზგასამართი სადგურის მშენებლობა გააპროტესტეს. პარტიის იმერეთის ორგანიზაციის თავმჟდომარის განცხადებით, "ვისოლის" გაზგასამართი სადგურის მშენებლობის გამო ჭავჭავაძის გამზირზე ასწლოვან ხეებს ჭრიან.

 

"ჭავჭავაძეზე სადაც არის "ვისოლის", "ტოტალის", "რომპეტროლის" და კიდევ სხვა კომპანიების ბენზინგასამართი სადგურები, ახალი გაზგასამართ სადგურს ემატება, რისთვისაც ქალაქში არსებულ მწვანე საფარს ანადგურებენ. ნორმალურ ქალაქში ასე უპრაკონოდ "კალონკების" გახსნა არ უნდა ხდებოდეს და ქალაქი არ უნდა დაემგვანოს ერთ დიდ ასაფეთქბელ ბომბს. მოსახლეობა შეშინებულია ამ ფაქტის გამო. სამწუხაროა, რომ ქალაქს  განაშენიანების და უსაფრთხოების გეგმა არ აქვს. წინა ხელისუფლების დროს ზარებით და ნაცნობობით გვარდებოდა საქმე. შეიცვალა ხელისუფლება, მაგრამ ვითარება არ შეცვლილა. მოვუწოდებ ქუთაისის მერიას და საკრებულოს მიიღოს დადგენილება, რამდენი ბენზინგასამართი სადგური გვჭირდება ამ ქალაქში? საკრებულოს წევრები მერის იმპიჩმენტით, რომ იმუქრებიან, ჯობია თავად გადადგნენ, რადგან საქმეს მაინც არავინ აკეთებს"-აღნიშნავს გოგი წულაია.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2709
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია