საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
გაფიცული მძღოლები ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელს ხვდებიან
ავტორი:
2013/09/11 13:00:07

ამ წუთებში გაფიცული მძღოლები ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელს  კოტე ლომიძეს ხვდებიან. შეხვედრა ლომიძის კაბინეტში დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქის მერი დიმიტრი კოპალიანი შვებულებიდან დღეს გამოვიდა, იგი გაფიცულ მძღოლებთან არ გამოჩენილა. 

მერიის ადმინისტრაციული შენობის წინ კვლავ დაძაბული ვითარებაა. მძღოლები დაშლას მანაამდე არ აპირებენ, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმყოფილდება.

შეგახსენებთ, რომ დღეს,  დილიდან  მძღოლებმა პროტესტის ნიშნად ავტობუსები და მიკროავტობუსები ხაზებიდან მოხსნეს და მერიის შენობის წინ დააყენეს. ისინი ახალი სამარშუტო ხაზის დანიშვნას  და მათივე თქმით,  ადგილობრივი ხელისუფლების მიერ მათზე განხორციელებულ ზეწოლას აპროტესტეენ. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2193
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია