დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მძღოლების პროტესტის მესამე დღე ქუთაისში
ავტორი:
2013/09/11 11:10:52

ძღოლების  პროტესტმა  თითქმის მთელი ქალაქი  მოიცვა. დილიდან ქუთაისის რამდენიმე უბანი სრულადაა  პარალიზებული.  მძღოლებმა პროტესტის უკვე ნაცნობ მეთოდს მიმართეს და ხაზებიდან მოხსნილი ავტობუსები და მიკროავტობუსები მერიის შენობის წინ დააყენეს. გაფიცულია # 5, 20,  22, პირველი წრიულისა  და რამდენიმე მიკროსაავტობუსო ხაზზე დასაქმებული მძღოლები.   

გაფიცულები ახლა უკვე არამხოლოდ ახლადდანიშნული # 57 მიკროსაავტობუსო ხაზის გაუქმებას, არაამედ ზოგადად საქალაქო ტრანსპორტში არსებულ მძიმე ვითარებას აპროტესტებენ. მათი თქმით,  ქუთაისის საკრებულო ფრაქცია "პატრიოტები" და მათი პარტიული ლოდერი გოჩა თევდორაძე მძღოლებს გაუსაძლის მდგომარეობაში ამყოფებს.

"ძალით ჩამოგვაყავნინეს ავტობუსები. ჩვენ 30 თეთრზე გვამუშავებენ და თვითონ  ახალ ხაზებს ხსნიან, რათა შემოსავლის წყარო არ მოაკლდეთ. პირადად ჩემთან საუბარში დაადსტურა ქუთაისის ყოფილმა მერმა გიორგი თევდორაძემ, რომ ყველა მიკროსაავტობუსო ხაზს ეგენი ლობირებენ. მარტო # 57 მარშუტის დამატებას არ ვაპროტესტებთ, დაგვარხვრჩეს ამათ და მოგვხედოს ვინმემ",–ამბობს ერთ–ერთი მძღოლიო, რომლის ვინაობას შეგნებულად არ ვასახელებთ.

აქცია მერიის შენობის წინ ამ წუთებშიც გრძელდება. შენობასთან მობილიზებულია საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. ქალაქის მერს, რომელიც შვებულებიდან დღეს დაბრუნდა, ჯერჯერობით განცხადება არ გაუკეთებია. ოფიციალურ კომენტარს ამ დრომდე არ აკეთებს არც ტრანსპორტის სამსახურის უფროსი ნიკა კეპულაძე. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2528
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია