დაისვენე კურორტ ახალდაბაში
2001 წლის 11 სექტებრის ტერაქტიდან 12 წელი გავიდა
ავტორი:
2013/09/11 01:10:03
დღეს, 2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტული აქტის შემდეგ 12 წელი გავიდა. 2001 წლის 11 სექტებერს „ალ-ქაიდას“ 19-მა წევრმა კოორდინაციული ტერორისტული შეტევა განახორციელა აშშ-ს ტერიტორიაზე. მათ 4 სამოქალაქო თვითმფრინავი გაიტაცეს. ორი მათგანი ნიუ-იორკში განთავსებულ მსოფლიო სავაჭრო ცენტრს („ტყუპებს“) დააჯახეს. შედეგად, ორივე შენობა ჩამოინგრა. ნანგრევებმა გარშემო მყოფი შენობების უმრავლესობა ან მთლიანად დაანგრია ან  დააზიანა. მესამე თვითმფრინაცი ვაშინგტონში, პენტაგონს დააჯახეს, რის შედეგადაც შენობის ერთ-ერთი ფრთა მთლიანად ჩამოინგრა. ხოლო, მეოთხე თვითმფრინავი პენსილვანიის შტატის ქალაქ შანკსვილის მახლობლად ჩამოვარდა. როგორც ცნობილია მეოთხე თვითმფრინავის მგზავრები გამტაცებლებს შეეწინააღმდეგნენ, რის შედეგადაც თვითმფინრავმა ტერორისტების სასურველ ადგილას ვერ მიაღწია. თავდასხმის ორგანიზებაში „ალ-ქაიდა“ მალევე დაადანაშაულეს, თუმცა ოსამა ბინ ლადენი ამას თავდაპირველად უარყოფდა. 2004 წელს მან აღიარა 11 სექტემბრის ტერაქტების დაგეგმვა. აშშ-ს სამხედროებმა 2011 წელს ბინ ლადენი პაკისტანში სპეცოპერაციის შედეგად მოკლეს. ტერაქტის შედეგად 3000-მდე ადამიანი დაიღუპა.
წყარო: news.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1763
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია