დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
მოქალაქეთა მომსახურების ელექტრონულ სისტემაში ქუთაისის და სამტრედიის არქივები ჩაერთო
2009/11/12 13:47:34

დღეიდან ქუთაისის ცენტრალური და სამტრედიის ადგილობრივი არქივები  საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის მოქალაქეთა მომსახურების ელექტრონულ სისტემაში ჩაერთო.

ელექტრონულ სისტემაზე გადასვლით, ქუთაისის და სამტრედიის მცხოვრებლებს შეუძლიათ თბილისში მდებარე ცენტრალური და ადგილობრივი არქივებიდან მიიღონ მათთვის საჭირო ცნობები. გარდა ამისა, საარქივო დოკუმენტის მისაღებად იმერეთის რეგიონში ჩასვლა აღარც თბილისელებს დასჭირდებათ.

როგორც დღეს გამართულ პრეზენტაციაზე ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა განაცხადა, ელექტრონული სისტემა გაუმარტივებს მომსახურებას როგორც მოქალაქეებს, ისე ორგანიზაციებს. მომსახურების ელექტრონულ პროგრამაში ეტაპობრივად ეროვნული არქივის ყველა ადგილობრივი ოფისი ჩაერთვება.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1486
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია