სამეგრელოში, სამალავში ნაპოვნი ვიდეოჩანაწერების ჩვენება შესაძლოა პარლამენტშიც განხორციელდეს. შესაბამისი ინიციატივით მმართველ გუნდს შინაგან საქმეთა მინისტრმა მიმართა. ირაკლი ღარიბაშვილის აზრით, საკანონმდებლო ორგანოში დახურული ჩვენების მოწყობა აუცილებელია. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი კი სკანდალური მასალების ყველასთვის გაცნობის აუცილებლობას ვერ ხედავს. და ისინი ამ ინიციატივას ნეგატიურად აფასებენ.
სამეგრელოში სპეციალურ სამალავში აღმოჩენილი ფარული ჩანაწერების საკითხზე კომისიის შექმნას საპარლამენტო უმცირესობა ითხოვს."ნაციონალურ მოძრაობაში" ფიქრობენ, რომ დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, გამოძიების მიმართ ნდობა ამაღლდება. მმართველ გუნდში კი განმარტავენ, რომ საქმეზე გამოძიება პროკურატურაში მიმდინარეობს და საგამოძიებო კომისიის შეიქმნა სავალდებულო არ არის.
ნ.ბ.