დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
თემიდა
სალომე ზურაბიშვილის სარჩელი სააპელაციო სასამართლომაც არ დააკმაყოფილა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2013/09/10 22:00:50

თბილისის სააპელაციო სასამართლომ სალომე ზურაბიშვილის სარჩელი არ დააკმაყოფილა და ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოსგადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ზურაბიშვილს ორმაგი მოქალაქეობის გამო 27 ოქტომბრის არჩევნებში პრეზიდენტის პოსტზე კენჭისყრის უფლება არ აქვს.

„დღევანდელი გადაწყვეტილება არის სირცხვილი... მთლიანად სახელმწიფოსი“, - განაცხადა ზურაბიშვილმა  10 სექტემბერს სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ.

მას შემდეგ, რაც 3 სექტემბერს ცესკომ მას უარი უთხრა კანდიდატად რეგისტრაციაზე, ზურაბიშვილმა ამ გადაწყვეტილების გასაუქმებლად სასამართლოში კანონმდებლობით დაშვებული ყველა ინსტანცია გაიარა. სააპელაციო სასამართლოსგან უარის მიღების შემდეგ მან განაცხადა, რომ თავისი უფლებებისთვის ბრძოლას სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში გააგრძელებს.

კანდიდატად რეგისტრაციაზე მისთვის უარის თქმის მოტივი კონსტიტუციაში არსებული ჩანაწერი გახდა, რომელიც ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირს პრეზიდენტის თანამდებობის დაკავებას უკრძალავს.

ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც საქართველოსა და საფრანგეთის მოქალაქეობა აქვს და ქართული პოლიტიკიდან 2010 წელს „დროებით“ წავიდა გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ ირანის საკითხებზე შექმნილი ჯგუფის ხელმძღვანელად დანიშვნის გამო, აცხადებს, რომ კონსტიტუცია მას, როგორც ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირს, უკრძალავს პრეზიდენტობას და არა კანდიდატად რეგისტრაციას.

10 სექტემბერს სალომე ზურაბიშვილმა განუცხადა ჟურნალისტებს, რომ მას საქართველოს მოქალაქეობის დათმობაზე შეტანილი ჰქონდა განაცხადი საფრანგეთის საელჩოში, რომელიც „დაკმაყოფილდებოდა იმ დღესვე, როცა საქართველოს მოსახლეობა ამირჩევდა პრეზიდენტად“. „მაგრამ მე არ გამოვდივარ ორმაგი მოქალაქეობიდან“, - განაცხადა მან სააპელაციო სასამართლოსგან უარის მიღების შემდეგ.

ზურაბიშვილის გარდა, კიდევ ორ პოტენციურ საპრეზიდენტო კანდიდატს ეთქვა უარი რეგისტრაციაზე ასევე ორმაგი მოქალაქეობის საფუძველზე. მათგან ერთ–ერთმა, რომელსაც საქართველოს და ჰოლანდიის მოქალაქეობა აქვს, გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა საქმე ასევე წააგო.

ამასთან, 10 სექტემბერს პრეზიდენტობის კანდიდატობის კიდევ ერთმა მსურველმა ზურაბ წიწუაშვილმა განაცხადა, რომ მასაც ორმაგი მოქალაქეობა აქვს, თუმცა ამის მიუხედავად, ცესკომ მისი წარმდგენი საინიციატივო ჯგუფი და პირადი წარმომადგენელი დაარეგისტრირა.

როგორც ცესკოს პრესსპიკერმა ეკა აზარაშვილმა Civil.ge-ს განუმარტა, წიწუაშვილი, როგორც პრეზიდენტობის კანდიდატი ჯერ დარეგისტრირებული არ არის და ამ ეტაპზე მხოლოდ საინიციატივო ჯგუფს აქვს ცესკოში რეგისტრაცია გავლილი. 

„საინიციატივო ჯგუფის დარეგისტრირების დროს წარმოდგენილ დოკუმენტაციაში არასად ფიქსირდებოდა ზურაბ წიწუაშვილის ორმაგი მოქალაქეობა“, - განაცხადა აზარაშვილმა, „მას შემდეგ, რაც მან საჯაროდ განაცხადა ორმაგი მოქალაქეობის შესახებ, ცესკო შესაბამისი უწყებებიდან გამოითხოვს დოკუმენტაციას და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს, რასაც საზოგადოებასაც ამცნობს“.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2354
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია