დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
დიდი დათხოვნა დაიწყო
2013/06/19 12:29:33

დაანონსებული რეორგანიზაცია ქუთაისის მერიაში დღეიდან დაიწყო. ქუთაისისი მერიის რამდენიმე სამასახურის უფროსმა, მათ შორის კახა ხვარეშიამ და ანდრო მაღლაკელიძემ, ამ დილით მიიღეს ბრძანება გათავისუფლების შესახებ.

კახა ხვარეშიას განცხაებით,  ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რადგან მიზეზი მათი გათავისუფლებისა არ არებობს. იურისტებთან კონსულტაციის შემდეგ, ხვარეშია არ გამორიცხავს, რომ მან სხვა გათავისუფლებული სამსახახურების უფროსებთან ერთად სასამართლოს მიმიართოს. კახა ხვარეშიას  თქმით, მერიაში ძველი კადრების 80 პროცენტის გათავისუფლება იგეგმება.

რეორგანიზაციის გამო „ნაციონალური მოძრაობი“ წევრებმა, მერსისა და მუნიციპალიტეტების თანამშრომლებმა გამაფრთხილებელი აქცია გამართეს მერიის ადმინისტრაციული შენობის წინ. აქციის წევრები მერს მიმართავენ, შეწყდეს კადრების პოლიტიკური ნიშნით განთავისუფლება, რასაც რეორგანიზაცია დაარქვეს.

ვიცე-მერ ამირან ძოწენიძის განცხადებით, გადაწყვეტილებებს არა ახალი მერი, არამედ ყოფილი მოღალატე „ნაციონრალები“,  ე.წ. „პატრიოტები“ იღებენ. ძოწენიძის თქმით, სამსახურს, სავარაუდოდ, ერთი ადამიანი, ადმინისტრაციის უფროსი თენგო თოფურიძე შეინარჩენუბს.

აქციას გამოეხმაურა თენგო თოფურიძე. მისი თქმით, ეს ჩვეულებრივი პროცესია, თუმცა, სამსახურიდან გათავისუფლდება არა 80%, არამედ 15% თანამშროლებისა.

„ნაციონალების“ აქციის პარალულურად, მერიის წინ პარტია „თავისუფალი საქართველოს“ წევრებმაც გამართეს ბრიფინგი. გოგი წულაიას განცხადებით, ისინი სოლიდარობას უცხადებენ ახალ მერს. „აუცილებელია მერიიდან მოხდეს უფრო მეტი ძველი კადრის გაშვება, რადგნ ქუთაისის ადმინისტრაციულ შენობაში არ იჯდეს 800 უსაქმური, რომელიც აფერხებს ქალაქის განვითარებიას.“ – აცხადებს გოგი წულაია.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1485
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია