ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის და ბიზნესის ფაკულტეტიდან პროკურატურამ 2012 წელს ამავე ფაკულტეტზე ჩატარებული პროფესორ-მასწავლებელთა საკონკურსო დოკუმენტაციები ამოიღო.იუწყება ახალი ამბების სააგენტო „აქცენტი.“ სააგენტოს ინფორმაციით, ამოღებულია საკონკურსო დოკუმენტაციები, რომელშიც სერიოზული დანაშაულებრივი სქემა იკვეთება.
”აქცენტს” 2012 წელს ჩატარებული კონკურსის ერთ-ერთ მონაწილე პროფესორ ავთანდილ სილაგაძეს ესაუბრა, რომელმაც აღნიშნული დაადასტურა.
”კონკურსები, რომ ყალბდებოდა, ამაზე სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ დადებული დასკვნაც მეტყველებს. საქმე ძიებისთვის პროკურატურას გადაეცა და ამ დარღვევებთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, რათა დადგინდნენ კონკრეტული პირები, ვისაც ამ საქმესთან კავშირი ჰქონდა და ვინც საკონკურსო დოკუმენტაციების გაყალბებით იყო დაკავებული. სწორედ ამიტომ, რამდენიმე დღის წინ პროკურატურა თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე იყო შესული, რათა საჭირო დოკუმენტაცია ამოეღო”, - განაცხადა სილაგაძემ.
თსუ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ამ ატეპზე გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს.
ნ.ბ.