ამ წუთებში დასრულდა შეხვედრა ქუთაისის ახალ მერსა და გარევაჭრობის წინააღმდეგ გამართული აქციის მონაწილე ქუთაისის ცენტრალური ბაზრის მოვაჭრეებს შორის.
როგორც დიმიტრი კოპალიანი აცხადებს, მას დღეს ისედაც ჰქონდა დაგეგმილი შეხვედრა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და თავადაც გეგმავდა ადგილზე მისვლას.
„დღეს პირველ საათზე გვქონდა დაგეგმილი ეს შეხვედრა, უნდა წავსულიყავი და მენახა ჩემი თვალით, მაგრამ ამათ დამასწრეს. მე მოვისმინე დეტალები, მაგრამ მაინც ვგეგმავ, რომ ხვალ დილით მივიდე და ჩემი თვალით ვნახო, რა ხდება იქ, რათა მივიღო სწორი გადაწყვეტილება.“ – განაცხადა ქუთაისის მერმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ახალ მერთან შეხვედრით კმაყოფილი დარჩნენ.
ელიკო ენდელაძე, ქუთაისის ცენტრალური ბაზრის მოვაჭრე: „კანონში წერია, რომ გარევაჭრობა უნდა იყოს აკრძალული. ქალაქის მერი დაგვპირდა ყველა პრობლემის მოგვარებას. ძალიან კმაყოფილი ვართ მასთან შეხვედრით.“