დაისვენე კურორტ ახალდაბაში
გიორგი მარგველაშვილი ისრაელის ელჩს შეხვდა
ავტორი:
2013/09/10 19:49:03
კოალიცია „ქართული ოცნების“ პრეზიდენტობის კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბში ისრაელის ელჩი იუვალ ფუქსი მიიღო. გიორგი მარგველაშვილმა ებრაელ ხალხს ახალი წელი მიულოცა და მათ მშვიდობიანი და ბედნიერი წელი უსურვა. როგორც მარგველაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, საუბრის მთავარი თემა საქართველოში დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნები იყო. ასევე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის კულტურული და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება განიხილეს. „საინტერესო შეხვედრა იყო, ჩვენ როგორც მმართველი კოალიცია და პასუხისმგებლიანი პოლიტიკური გუნდი ორიენტირებული ვართ, რომ საქართველოში დემოკრატიული არჩევნები ჩატარდეს, ეს არჩევნები უნდა იყოს ქართული დემოკრატიის მშენებლობაში კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი. ჩვენ ვისაუბრეთ იმ პოტენციალის შესახებ, რაც ორ ქვეყანას შორის არსებობს და ჯერ არ არის ბოლომდე გააქტიურებული. ბევრი ებრაელი ტურისტი ჩამოდის საქართველოში, ასევე ბევრი ახალგაზრდა, თუმცა ეს საკმარისი არ არის და ჩვენ კიდევ უფრო ბევრი გეგმა გვაქვს“- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. ისრაელის ელჩმა იუვალ ფუქსმა მადლობა გადაუხადა გიორგი მარგველაშვილს მიღებისთვის და ჟურნალისტებთან შეხვედრა შეაფასა: „ჩვენ ერთმანეთს გავუზიარეთ პოზიციები ქართული დემოკრატიის განვითარების, საქართველოში ეკონომიკისა და იმ გამოწვევების შესახებ, რომლის წინაშეც ქართველი ერი, საზოგადოება და ეკონომიკა დგას. ისრაელი თვალყურს ადევნებს და აფასებს საქართველოში განვითარების პროცესებს. ჩვენ მზად ვართ მხარი დავუჭიროთ ამ პროცესებს. საქართველო კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნების წინაშე დგას, დარწმუნებული ვართ ეს არჩევნები იქნება თავისუფალი, სამართლიანი და დემოკრატიული. შედეგის მიუხედავად, ჩვენ განვაგრძობთ ორმხრივ ურთიერთობებს, რომელიც ჩვენს ხანგრძლივ მეგობრობაზეა დაფუძნებული".
წყარო: news.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1530
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია