საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ვიშეგრადის წევრი ქვეყნები რუსეთის მხრიდან აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებზე გაზრდილ ზეწოლას აპროტესტებენ
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2013/09/10 19:35:42

 

9 სექტემბერს, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის ვიქტორ დოლიძის მონაწილეობით  ვიშეგრადის ჯგუფის ქვეყნებისა და საქართველოს  პარლამენტების ევროპულ საკითხთა კომიტეტების შეხვედრა ოფიციალურად დასრულდა. დასკვნით ნაწილში მონაწილეებმა გამოხატეს აღშფოთება რუსეთის მხრიდან აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყებზე გაზრდილი ზეწოლის გამო და აღნიშნეს, რომ ევროკავშირმა ყველაფერი უნდა გააკეთოს ამ ზეწოლის ნიველირებისთვის. ევროკავშირმა  თავის მხრივ უნდა გაზარდოს აღმოსავლეთ პარტნიორობის დაფინანსება და მაქსიმალურად უნდა ეცადოს რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის პროექტი  ბოლომდე განვითარდეს. შეხვედრის დასკვნით ნაწილში ასევე აღინიშნა,  რომ უკრაინასთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერა მნიშვნელოვანია, რამეთუ ის არის ერთ-ერთი მთავარი გასაღები აღმოსავლეთ პარტნიორობის და ევროკავშირის უშუალო გეოგრაფიული მეზობელიც.  

რაც შეეხება  საქართველოს, მიუხედავად იმისა, რომ მას აქვს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემები და არ არის ევროკავშირის უშუალო მეზობელი, ვიშეგრადის წევრი ქვეყნები მოხარულნი არიან, რომ საქართველო ყველაფერს აკეთებს ევროკავშირში  ღრმა ინტეგრაციისთვის, საქართველოს  პარლამენტი გაძლიერდა და ის განსაკუთრებით აქტიურია ევროინტეგრაციული პროცესების პოლიტიკის განხორციელებაში. ვიშეგრადის ქვეყნები ბოლომდე მხარს დაუჭერენ საქართველოს, რათა ვილნიუსის სამიტზე განხორციელდეს შეთანხმების პარაფირება და  სწრაფად მოხდეს შეთანხმების ხელმოწერაც. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ყველა საბჭოთა ქვეყანა უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი.

მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ V4 ის მოსაზრებები და დამოკიდებულებები აუცილებლად უნდა მიეწოდოს ევროკავშირის სხვა წევრ ქვეყნებს.

ბოლოს მიღებულ იქნა დოკუმენტი, რომელშიც  გამოხატულია ვიშეგრადის ჯგუფის ქვეყნების მაღალი მხარდაჭერა აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის გაძლიერებისა და ევროკავშირის ამ პროექტის საბოლოო განხორციელებისადმი. 

 დოკუმენტში ნათქვამია :

 

ვიშეგრადის ჯგუფის  ქვეყნების ევროპულ საკითხთა კომიტეტების წარმომადგენლები ადგენენ:

აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის მიმართ:

„პროცესის შემდეგი ეტაპი უნდა იყოს აღმოსავლეთ პარტნიორობის მონაწილე ქვეყნების თავის დროზე ევროკავშირში ინტეგრაციის პერსპექტივა“

„უნდა მოხდეს ევროკომისიისა და ევროპის საგარეო ქვედებათა სამსახურის წაქეზება, რათა მათ უფრო აქტიური ქვედებები განახორციელონ აღმოსავლეთ პარტნიორობის მიზნების მისაღწევად.“

„მხარდაჭერას უცხადებენ ვილნიუსის ნოემრბრის სამიტზე უკრაინის მიერ ასოცირების შესახებ ხელშეკრულებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის ამბიციურ გეგმას. ისინი ასევე განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ ვილნიუსის სამიტზე ანალოგიური შეთანხმებების ხელმოწერას სომხეთთან, საქართველოსთან და მოლდოვასთან. ისინი გამოხატავენ მხარდაჭერას, რათა მოხდეს მოლაპარაკებების გაძლიერება აზერბაიჯანთან ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე.“

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2112
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია