ფონდი „მოდინახე“ საჩხერის ბიუჯეტის ხარჯზე მუშაობს. თავის დროზე ივანიშვილმა თავი შეიკავა მოდინახეს აღდგენაზე. ჩაერევა თუ არა ახლადშექმნილი ფონდის საქმიანობაში ჭორვილელი მილიარდერი? – მასალა იხილეთ გაზეთ „p.s.“-ის ორშაბათის ნომერში.
გასული წლის ბოლოს საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გამოთქვა სურვილი, რომ ჩამოყალიბებულიყო ფონდი „მოდინახე“, რომელიც იზრუნებდა საჩხერეში ინფრასტრუქტურულ-ეთნოგრაფიული საკითხების მოგვარებაზე. მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით ჩამოყალიბდა არასამეწარმეო იურიდიული პირი „ფონდი მოდინახე“, რომლის რეგისტრაცია ოფიციალურად აპრილში მოხდა.
საკრებულოს გადაწყვეტილებით, სუბსიდიის სახით გამოიყო 20 ათასი ლარი, რომლის დაახლოებით 50% ფონდის თანამშრომლებზე დაიხარჯება, დანარჩენი კი – საოფისე და საპიარო საკითხებზე. ამჟამად ფონდში სულ ოთხი თანამშრომელია.