დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
კონკურსი
„ლეონარდო და ვინჩი 2013“ იწყება
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2013/09/10 16:37:22

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი მოსწავლე-გამომგონებელთა საერთაშორისო კონკურსს „ლეონარდო და ვინჩი 2013“ აცხადებს.

კონკურსი გამოავლენს და წაახალისებს შემოქმედებითი აზროვნების, გამომგონებლის ნიჭით დაჯილდოებულ მოზარდებს და ხელს შეუწყობს მათი ინოვაციური და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებას.

კონკურსში მონაწილეობის მიღება  საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეებს შეუძლიათ, როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფურად. მსურველებს ნამუშევრების ელექტრონული დარეგისტრირება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ფონდის ვებ-გვერდებზე www.mes.gov.ge; www.rustaveli.org.ge უკვე დღეიდან შეეძლებათ.  წარმოდგენილი პროექტი უნდა მოიცავდეს გამოგონების როგორც ტექსტუალურ აღწერილობას, ასევე შესაბამის მაკეტს, მოდელს ან ნახაზებს. ელექტრონული რეგისტრაცია 1 ნოემბერს, ხოლო ნამუშევრების ფონდში წარმოდგენა 11 ნოემბერს დასრულდება.

კონკურსის გამარჯვებულებს კომპეტენტური ჟიური დეკემბერში სპეციალურად მოწყობილ გამოფენაზე გამოავლენს.

 

კონკურსში გამარჯვებული პროექტების ავტორები დაჯილდოვდებიან მედლებითა და ფულადი პრემიებით. I ადგილზე გასული პროექტის წარმომდგენს 5000 ლარი, II ადგილს - 3 000 ლარი, ხოლო III ადგილს - 2 000 ლარი გადაეცემა. გრანპრის მფლობელი პროექტის ავტორი ან ავტორები კი შემეცნებითი ტურით საზღვარგარეთ გაემგზავრებიან.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 4250
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია