დაისვენე კურორტ ახალდაბაში
მაია ფანჯიკიძე ოფიციალური ვიზიტით ხვალ ჟენევაში გაემგზავრება
ავტორი:
2013/09/10 16:19:03
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე ოფიციალური ვიზიტით ხვალ ჟენევაში გაემგზავრება. მაია ფანჯიკიძე ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს გამართავს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში გაეროს უმაღლეს კომისართან ნავი პილაისთან; ლტოლვილთა საკითხებში გაეროს უმაღლეს კომისართან, ანტონიო გუტიერესთან; გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს პრეზიდენტთან, რემინგიუშ ჰენცზელთან; გაერო-ს ჟენევის განყოფილების გენერალურ დირექტორთან, კასიმ ჟომარტ ტოკაევთან და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის პრეზიდენტთან, პიტერ მაურერთან. ვიზიტის დროს მაია ფანჯიკიძე სიტყვით გამოვა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 24-ე სესიაზე. სამინისტროს ინფომაციით, შეხვედრებისას, ისევე როგორც სიტყვით გამოსლაში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და მიმდებარე ზონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებულ მძიმე ვითარებაზე და რუსეთის საოკუპაციო ჯარების მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების საოკუპაციო ხაზთან მავთულხლართების გავლებით გამოწვეულ ჰუმანიტარულ შედეგებზე.
წყარო: news.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1604
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია