დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ვანო მერაბიშვილის ბიძას პროკურატურამ და საგამოძიებო სამსახურმა ახალი ბრალდება წარუდგინა
ავტორი:
2013/09/10 15:59:03
შს ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, სადაც ხელისუფლებას პოლიტიკური დევნის შეწყვეტისკენ, კიდევ ერთხელ, მოუწოდებს. ყოფილი მინისტრი აცხადებს, რომ მის ბიძას პროკურატურამ და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა კიდევ ერთი ბრალდება წარუდგინა. "გუშინ, ჩემ მიერ გაკეთებული განცხადების საპასუხოდ, რომელშიც მე პირადად ბიძინა ივანიშვილი დავადანაშაულე ჩემს მიმართ პოლიტიკურ დევნაში, დღეს სამცხე-ჯავახეთის პროკურატურამ და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა კიდევ ერთი ბრალდება წარუდგინა ბიძაჩემს, ლევან თუმანიშვილს. ხვალ გაიმართება სასამართლო, რომელიც მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს. ეს არის, კიდევ ერთი, მცდელობა ხელისუფლებისა ზეწოლა მოახდინონ პირადად ჩემზე, ჩემი ოჯახის წევრების და ნათესავების დევნის გზით. ლევან თუმანიშვილი, რომელიც 68 წლის არის და ასაკის გამო ჯანმრთელობის პრობლემები აწუხებს, ერთხელ უკვე იყო ამავე აბსურდულ საქმეზე ბრალდებული და დღეს გირაოთი არის გათავისუფლებული. მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ხელისუფლებას და პირადად ბიძინა ივანიშვილს, შეწყვიტოს პოლიტიკური მოტივებით ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების დევნა, ვინაიდან ეს ბრძოლა მათთვის უშედეგოდ დასრულდება. დარწმუნებული ვარ, ხელისუფლების მცდელობის მიუხედავად, საბოლოოდ სამართალი მაინც იზეიმებს. 17:30 საათზე ჩვენი ოჯახის ადვოკატები განცხადებას გააკეთებენ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით", - აღნიშნულია მერაბიშვილის განცხადებაში.
წყარო: news.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1506
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია