დაისვენე კურორტ ახალდაბაში
რატიანი: მარიკა ვერულაშვილის ნაცვლად პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას სხვა დეპუტატმა მისცა ხმა
ავტორი:
2013/09/10 15:35:02
უმცირესობის  დეპუტატის სერგო რატიანის განცხადებით, გასული კვირის პლენარულ სესიაზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევისას გამართულ კენჭისყრაზე დეპუტატ მარიკა ვერულაშვილის პულტით, სხვამ ისარგებლა.  რატიანმა ვეტოდადებულ სამ კანონპროექტზე კენჭისყრის თავიდან ჩატარების მოთხოვნით განცხადება დღეს, ბიუროზე შეიტანა.  "გასულ კვირას, პარასკევის პლენარულ სხდომაზე, ვეტოს დაძლევის მიზნით ჩატარებულ კენჭისყრაში დეპუტატ მარიკა ვერულაშვილის პულტით, სხვამ ისარგებლა რაც კანონდარღვევად ითვლება. როგორც აღმოჩნდა მარიკა ვერულაშვილი სხდომაზე არ იმყოფებოდა," - აცხადებს რატიანი. შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას უმრავლესობამ პრეზიდენტის ვეტო  ,,განათლების“ ,,კულტურული მემკვიდრეობისა, და ,,სასოფლო სამეურნეო მიწების სტატუსის შეცვლასთან დაკავშირებულ კანონპროექტებზე დაძლია.
წყარო: news.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1764
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია