დაისვენე კურორტ ახალდაბაში
გია ვოლსკი: კოალიციაში ევრაზიული კავშირის შესახებ აზრთა სხვადასხვაობაა
ავტორი:
2013/09/10 15:34:04
ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე გია ვოლსკი ამბობს, რომ ევრაზიული კავშირის თაობაზე კოალიციაში აზრთა სხვადასხვაობა არსებობს, მაგრამ მისივე თქმით, ყველა თანხმდება იმაზე, რომ უნდა იმოქმედონ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. ვოლსკის თქმით, თუ ევრაზიული კავშირი წინააღმდეგობაში არ იქნება საქართველოს ინტეგრაციასთან ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში, მაშინ შესაძლოა ეს თემა განხილული იყოს. ვოლსკი აცხადებს, რომ დღესდღეობით ეს თემა აქტუალური არ არის. მისი თქმით, უნდა დასრულდეს მართვის ისტერიული პრაქტიკა. „არ შეიძლება კატეგორიული ლაპარაკი და პოლიტიკის სპეკულირება, როცა რაიმე გლობალური პროცესის დახასიათება გვსურს, არ შეიძლება კატეგორიული იყო მაშინ, როდესაც შესაძლოა ხვალ თუ არა ზეგ, ზეგ თუ არა მაზეგ სახელმწიფოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის დაჭირდეს რაღაც გარკვეული საკითხის განხილვა“,-აცხადებს გია ვოლსკი. მისივე თქმით, ევრაზიული კავშირი არ შეიძლება დაკავშირებული იყოს პუტინის პიროვნებასთან და ამ თემით ხდებოდეს სპეკულირება, როცა საქართველო რუსეთს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
წყარო: news.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1680
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია