შრომის საერთაშორისო დღეასთან დაკავშირებით დღეს საინიციატივო ჯგუფმა „art head"-მა ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე აქცია გამართა. აქციის მონაწილეების განცხადებით, მათი მიზანია ყველა მშრომელი ადამიანის უფლებები იყოს დაცული.
„ჩვენ არ გვინდა, ვიცხოვროთ იქ, სადაც ადამიანები შიმშილით კვდებიან, იმიტომ, რომ ვერ შრომობენ და ასევე, სადაც ადამიანები მხოლოდ იმიტომ შრომობენ, რომ შიმშილით არ მოკვდნენ. დღევანდელი აქცია ეძღვნება 1 მაისს, ეს დღე არის მშრომელების დღე და ჩვენი აქციით სოლიდარობას ვუცხადებთ მათ და ვდგავართ მათი უფლებების დასაცავად,“ – განაცხადა აქციის ორგანიზატორმა ლაშა მესხმა.