დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
პროკურატურის შესახებ კანონპროექტის განხილვა ისევ გადაიდო
2013/04/30 16:18:38

საქართველოს პარლამენტის ბიუროს დღევანდელ  სხდომაზე გადაწყდა, რომ კანონპროექტი პროკურატურის შესახებ შემდეგ სასესიო კვირაში განიხილება. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ვახტანგ ხმალაძის თქმით, კომიტეტს ამ თხოვნით თავად კანონპროექტის ავტორმა  კობა დავითაშვილმა მიმართა. ზაქარია ქუცნაშვილი დაეთანხმა აღნიშნულ გადაწყვეტილებას. მისი განცხადებით, ამ საკითხზე კვლავ გრძელდება კონსულტაციები და ასევე შესაძლებელია, რომ კანონპროექტთა პაკეტს რამდენიმე ახალი კანონი დაემატოს.

ბიუროს დღევანდელ სხდომაზე სესიაზე განსახილველ სხვა საკითხებზეც იმსჯელეს. 1-2 მაისის პლენარულ სხდომებზე საქართველოს თადაცვისა და „ნდობის ჯგუფის“ შესახებ კანონპროექტში შესატანი ცვლილებები განიხილება. ხვალინდელ პლენარულ სხდომაზე ასევე დაამტკიცებენ აზერბაიჯანში, თურქეთში, ლიტვაში, ყაზახეთსა და ევროსაბჭოში წარსადგენ ელჩებს.

ხვალინდელ პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილება კანონპროექტი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“. წინა სასესიო კვირაში აღნიშნულ კანონზე მსჯელობა გადაიდო. როგორც პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირინა იმერლიშვილი განმარტავს, მიზეზი მომხსენებლის მივლინებაში ყოფნა იყო.

„ასევე კოლეგებმა უმცირესობის მხრიდან გვთხოვეს რომ,  კანონპროექტი მათ გარეშე არ განხილულიყო. ჩვენც გავიზიარეთ მათი თხოვნა და კანონპროექტის განხილვა არ დავამთხვიეთ 19 აპრილს, როდესაც „ნაციონალურ მოძრაობას“ აქცია ჰქონდა დაგეგმილი“ - ამბობს იმერლიშილი. 

ამ კვირის საპარლამენტო ცხოვრების  მთავარ თემად კი კვლავ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა რჩება. აღნიშნულ საკითხზე საკომიტეტო მოსმენების შემდეგ მსჯელობა სხდომათა დარბაზში გადაინაცვლებს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1438
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია