პარტია „თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის ორგანიზაცია სახელმწიფოს იპოთეკით დატვირთული ბინების მესაკუთრეთა დახმარებისკენ მოუწოდებს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, პარტიის წევრაბმა ბინის მესაკუთრეებთან ერთად დღეს პარლამენტის წინ აქცია გამართეს. აქციის მიზანი მთავრობის გამოფხიზლება და დაზარალებულთა დახმარეება იყო.
„ადამიანები, რომელთაც ბანკებიდან სესხი აიღეს, სხვადასხვა კატეგორიების არიან, ზოგი შეიძლება მართლაც თაღლითია და ერთი თეთრიც არ შეიტანია ბანკში, მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებმაც სესხი გადაუდებელი ოპერაციის გამო გამიოტანეს, რის გამოც ახლა უკიდურეს გაჭირვებაში იმყოფებიან და თანხას ვეღარ იხდიან, ბანკები კი მათ სახლებიდან გამოსახლებით ემუქრებიან. სახელმწიფომ ხომ უნდა იზრუნოს თავის მოქალაქეებზე? თუკი ეს ადამიანები ქუჩაში აღმოჩნდებიან, მერე მათი დახმარება ხომ გაცილებით ძვირი დაუჯდება მთავრობას? ვითხოვთ, შეწყდეს გამოსახლებები, შეიქმნას კომისია, რომელიც ინდივიდუალურად განიხილავს თითოეულ საქმეს და ამის შესაბამისად დაუწესებენ ბანკის მოვალეებს გრძელვადიან და დაბალ პროცენტიან იპოთეკურ სესხებს.“ – განაცხადა „თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გოგი წულაიამ.
აქციის ორგანიზატორები, მთავრობას საქმის განსახილველად რამდენიმე დღეს აძლევენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მომავალი კვირიდან მოქალაქეებთან ერთად ფართომაშტაბიანი აქციების დაწყებას აპირებენ.