დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
სამშობლოსათვის დაღვრილ სისხლს უკვალოდ არ ჩაუვლია
2013/04/09 12:31:04

"24 წელი გავიდა 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან. 24 წლის წინ, აპრილის დღეებში, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით რუსთაველის პროსპექტი ხალხით გადაიჭედა. ეს იყო მშვიდობიანი, მაგრამ თავგანწირული ბრძოლა საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ, რომელმაც ყველა თაობა გააერთიანა.

 ჩვენი ხალხი, განსაკუთრებით კი ახალგაზრდობა, შიშველი ხელებითა და სიმღერით დაუხვდა კბილებამდე შეიარაღებულ მომხვდურს. საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით დაწყებული საპროტესტო აქცია უსასტიკესი დარბევითა და აუნაზღურებელი მსხვერპლით დასრულდა.

 ეს დღე თანამედროვე საქართველოს ისტორიაში ქართველის ხალხის თავისუფლებისათვის ბრძოლისა და თავგანრწირვის სიმბოლოდ იქცა. ხალხის თავდადებულმა ბრძოლამ თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის იდეალებისათვის უდიდესი როლი ითამაშა ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრივი განვითარების საქმეში - ზუსტად 2 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა.

 ჩვენი თანამემამულეების თავდადებას, სამშობლოსათვის დაღვრილ სისხლს უკვალოდ არ ჩაუვლია. დღეს საქართველო დამოუკიდებელი, თავისუფალი სახელმწიფოა. ჩვენ არასოდეს დავივიწყებთ ჩვენს გმირებს, ყოველთვის პატივს მივაგებთ მათ ხსოვნას და იმ იდეალების ერთგული დავრჩებით, რომლებსაც მათ შესწირეს თავი."

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1466
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია