დაისვენე კურორტ ახალდაბაში
მაუწყებლის გენერალური დირექტორის პოსტზე კონკურსი 12 სექტემბერს გამოცხადდება
ავტორი:
2013/09/10 13:53:04
საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი 12 სექტემბერს, მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომის შემდეგ გამოცხადდება. ამის შესახებ ბორდის თავმჯდომარემ ემზარ გოგუაძემ განაცხადა. მისი თქმით, მოქმედი კანონმდებლობით, საბჭოს 30 დღე ექნება კანდიდატთა განსახილველად. "სამეურვეო საბჭო ზეგ შეიკრიბება და შესაბამისად, ამ საბჭოს სხდომაზე გამოცხადდება კონკურსი. ახალი კანონი ითვალისწინებს კანდიდატების 30 მდღიანი განხილვის ვადას. თუ ადრე 30 დღეში უნდა ავერჩია ახალი დირექტორი, ახლა ეს დრო იმისთვისაა გამოყოფილი, რომ უფრო დაკვირვებით ვიყოთ", - განაცხადა გოგუაძემ. კონკურსის გამოცხადების საჭიროება, ბორდის მიერ, ექვს სექტემბერს, გენერალური დირექტორისთვის გიორგი ბარათაშვილისთვის უნდობლობის გამოცხადება გახდა. საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მოვალეობას, ახალი დირექტორის არჩევამდე, ბარათაშვილის პირველი მოადგილე თამაზ ტყემალაძე ასრულებს. 
წყარო: news.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1665
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია