დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისში, საფიჩხიის მოსახლეობა მეწყერსაშიშ ზონაში ცხოვრობს
ავტორი:
2013/09/10 13:29:13

ორი ათეული წელია, საფიჩხიაზე, მიზანდარის ქუჩის მოსახლეობა მეწყერსაშიშ ზონაში ცხოვრობს. ქუჩაზე ღვარსადენის არარსებობის გამო, მეწყერის საფრთხე ყოველი წვიმის შემდეგ იზრდება. საფიჩხიაზე დახრილი რელიეფი ძლიერი ნალექის პირობეში მუდმივად ირეცხება და როგორც ადგილობრივები ამბობენ, მიწამ მცოცავი თვისება შეიძინა. ქუჩაზე დამატებით პრობლემას ქმნის ამორტიზებული ბუნებრივი კანალიზაცია, რომელიც, ბოლო 4 წელია, მოსახლეობისთვის უმთავრესი პრობლემა გახდა. ყოველდღიური საფრთხის პირობებში მცხოვრები მიზანდარის ქუჩის მცხოვრებლები ადგილობრივი თვითმმართველობისგან დახმარებას ითხოვენ.

„რამდენი წელია, ამ პრობლემის მოგვარებას ვითხოვთ. მოდიან, დახედავენ სიტუაციას  და მიდიან. ამ დრომდე დაპირებაც კი არ მიგვიღია, რომ მოგვხედავენ. გაიძახიან მხოლოდ იმას, რომ შევისწავლით მდგომარეობასო, მაგრამ წლები გადის, ჩვენ კი ყოველდღე მეწყერის საფრთხის ქვეშ ვცხოვრობთ",–ამბობს მიზანდარის ქუჩის მცხოვრები მადონა ლომთაძე.

„ყველაზე მთავარ პრობლემად ჩვენთვის უკვე  კანალიზაციის მოწესრიგება  გახდა.  აქ ადრე იყო  ბუნებრივი კანალიზაციის სისტემა, და 4 ქუჩა სარგებლობდით, მაგრამ  დროთა განმავლობაში  ჩაინგრა და გაჩნდა დიდი  ორმო.  ყოველი წვიმის შემდეგ კი მიწა ირეცხება და რამდენიმე ოჯახი  საშიშ ზონაში ვცხოვრობთ, იტბორება ეზოები, გაუსაძლისი ვითრებაა.  ამორტიზებული კანალიზაციის გამო გვაწუხებს აუტანელი სუნი და მწერები. ყოველი არჩევნების წინ იყო დაპირება, რომ  პრობლემა მოგვარდებოდა, მაგრამ დანაპირები არ სრულდება.  მოდით და ნახეთ, 21– საუკუნეში, საპარლამენტო ქალაქში რა პირობებში ცხოვრობს ხალხი. გზაც კი არ გვაქვს.  150 მეტრზე ვერ დაგვიგეს ასფალტი,"– ამბობს თამაზ მირიანაშვილი.

მიზანდარის ქუჩაზე არსებული ვითარება ცნობილია ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურისთვის, თუმცა, ჩვენი არაერთი მიმართვის შემდეგაც,  სამსახურის ახალმა  ხელმძღვანელობამ   პრობლემის ადგილზე  გაცნობა არ ისურვა. სამსახურში განმარტავენ მხოლოდ იმას, რომ საფიჩხიაზე არათანაბარი რელიეფია, რის გამოც,   მიზანდარის ქუჩაზე კანალიზაციისა და ღვარსადენის გაკეთება პრაქტიკულად შეუძლებელია.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2726
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია