დაისვენე კურორტ ახალდაბაში
მაუწყებლის ბორდი საიას პასუხობს
ავტორი:
2013/09/10 13:14:05
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ემზარ გოგუაძე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ბორდმა გენერალური დირექტორის გადაყენების გადაწყვეტილება უკანონოდ მიიღო, უსაფუძვლოდ მიიჩნევს. საია-ში აღნიშნავენ, რომ გიორგი ბარათაშვილის გადაყენების გადაწყვეტილება 15-დან შვიდმა წევრმა მიიღო, ორ წევრს კი სხვები წარმოადგენდნენ, რაც კანონმდებლობით არაა გათვალისწინებული. გოგუაძის განცხადებით, ბორდის ექვსი სექტემბრის სხდომას ცხრავე წევრი ესწრებოდა. მათგან ორი - სკაიპით ჩაერთო. მისი თქმით, პროცესი იურიდიულად გამართლებულად ჩატარდა - ცხრა წევრმა ხელის აწევით დაადასტურა ბარათაშვილისთვის უნდობლობის გამოცახდებაზე თანხმობა, რაც ელექტრონული წერილითაც დაამოწმეს. ხელი, კი, რადგან ნატალია დვალი და ნინო დანელია საზღვარგარეთ იმყოფებიან, ნოტარიულად დამოწმებული ცნობით, ბორდის სხდომაზე მყოფმა ლევან გახელაძემ და მამუკა ფაჩუაშვილმა მოაწერეს. ემზარ გოგუაძე ამბობს, რომ უნდობლობის გამოცხადების პირველი შემთხვევის დროს, სხდომაზე ერთი წევრი სკაიპით ჩაერთო და სასამართლომ ეს ხმა მაშინ ბათილად არ ცნო. ბორდის თავმჯდომარემ, საიას პასუხად გამართულ ბრიფინგზე 6 სექტემბრის სხდომის ჩანაწერის ის მონაკვეთი აჩვენა მედიას, სადაც ჩანს, რომ სკაიპის საშუალებით ჩართულმა დანელიამ და დვალმა გადაწყვეტილებაზე თანხმობა ხელის აწევით დაადასტურეს.
წყარო: news.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1490
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია