საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ბლოგი
გულიანი ადამიანების საკითხავი
ავტორი: როლანდ ხოჯანაშვილი
2013/09/10 13:06:44

მეტად ვიაქტიუროთ და თუნდაც .. როკოს ფონდიშევქმნათ (სახელი ნამდვილად არ მაღელვებს), რომელიც ასე იარსებებს - ყველა ადამიანი, რომელიც თვლის, რომ შეიძლება ფულის შეგროვებით კარგი საქმე გაკეთდეს: დასახლება, მკურნალობა, დაპურება, ჩვენს ირგვლივ არსებულ ადამიანებს ვუთხრათ, იქნებ წელიწადში ერთი კეთილი ლარი მაინც გაიღონ, მერე ანგარიშზე ჩავრიცხოთ, რომლიდანაც მოხდება ის, რასაც მაინც ვაკეთებთ ხოლმე. ვთქვათ, რომ ერთმა მეგობარმა თავისი გარემოცვიდან დათქმულ დროს აკრიბოს ფული, გააკეთოს ანგარიშზე დარიცხვა და თუნდაც ფეისბუქზე გახსნილი ჯგუფის კედელზე დაწეროს, რომ ააგროვა, ვთქვათ, ასი ლარი. ჯამში რაც მოგროვდება, ასევე სოციალურ ქსელში დაისმება პრობლემები, რომლიდანაც ყველაზე მნიშვნელოვანს შევარჩევთ და დავაფინანსებთ. პირადად ჩემთვის ეს ძნელი არ იქნება, არც თქვენთვის... თუ სხვა ვინმე აიღებს თავის თავზე ორგანიზებას, წაიღოს იდეა! მხოლოდ გვერდში დგომა იქნება ჩემი მხრიდან. 
ამ აზრს, სავარაუდოდ, სხვადასხვა მედიასაშუალებით გავაჟღერებ და იმედია, რომ არ დარჩება ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა“. 
კიდევ ერთხელ მადლობას ვეტყვი იმ ადამიანებს, რომლებმაც სოციალურ აქციებში მხარი დამიჭირეს და კარგი საქმე გამაკეთებინეს. 
არცერთ ჩვენგანს არ გვაქვს ბერკეტი, რომ შევცვალოთ ხელისუფლებისა და კანონმდებლობის მიდგომა. დღეს საჩხერეში ვნახე ქალბატონი, რომელსაც შშმ შვილი ჰყავს, ასეთივე _მეუღლე. შვილს აუცილებლად სჭირდება მასაჟები, რომლის ნახევარს აფინანსებს სახელმწიფო, ნახევარი თავად უნდა გაიღოს ოჯახმა. როცა ოჯახს არ აქვს ამის შესაძლებლობა და სახელმწიფოც ეუბნება, რომ მაქსიმალური დახმარება 600 ლარი უკვე მოგეცი და თავს თავად მიხედეო, გამოდის, ბავშვს და მის ოჯახს ვიმეტებთ ველური სისასტიკისათვის. 
სახელმწიფოს თუ არ ვახსოვართ, ჩვენ გვახსოვდეს ერთმანეთი. დავიწყოთ აქცია, სახელწოდებით კეთილი ლარის შეწირვა უკეთესი მომავლისათვის“? შევქმნათ ფონდი? იქნებ ღირდეს, რომ ყველა ლარის კეთილი გზის გაყენებით დავამარცხოთ დასამარცხებელი... 
ნებისმიერი გამოხმაურებისათვის გმადლოობთ... 


პატივისცემით ოლანდ ხოჯანაშვილი,

 

იგივე ოკო 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1880
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია