დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
საკონკურსო კომისიამ ქუთაისის ვიცემერობის კანდიდატები დაბლოკა
ავტორი:
2013/09/10 12:28:03
 ქუთაისის მერიის საკონკურსო-საატესტაციო კომისია  მერიაში  მუშაობის მსურველთა განაცხადებს განიხილავს. დაახლოებით, 48 ვაკანტურ ადგილზე გამოცხადებულ კონკურსში 1 291 განაცხადი შევიდა. კომისიის თავმჯდომარის თამაზ მარგველაშვილის განცხადებით,  კომისიის წევრები ამოწმებენ, რამდენად სრულყოფილია კონკურსანტების მიერ შემოტანილი დოკუმენტაცია. რადგან როგორც მარგველაშვილი ამბობს, არასრულყოფილი განაცხადების მიზეზით, უკვე დაიბლოკნენ კონკურსანტები. „მერის მოადგილის სამ ვაკანსიაზე 61 განცხადება იყო შემოსული, თუმცა  ზოგ განაცხადს ცნობა აკლია, ზოგს პირადობა. ზოგიერთს კიდევ სტანდარტული ფოტოსურათის ნაცვლად ბაღში გადაღებული ფოტო აქვს გამოგზავნილი.  ამ ყველაფრის გადარჩევას დრო სჭირდება, ამიტომ კონკურსის საბოლოო შედეგების გამოცხადების თარიღის დასახელება ამ ეტაპზე გამიჭირდება,“ - ამბობს  თამაზ მარგველაშვილი.
წყარო: news.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1662
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია