ქუთაისის მერს ადგილობრივი საკრებულოს მხარდაჭერამ ვერ უშველა და თანამდებობაზე მის უკანონოდ ყოფნა-არყოფნის საკითხი ამით არ დასრულებულა. არასამთავრობო კოალიცია „გამჭვირვალე თვითმმართველობისათვის“ წევრებმა ადმინისტრაციულ შენობასთან გამართულ ბრიფინგზე, 21 თებერვლიდან დაგეგმილ აქციების შესახებ განაცხადეს. აქციის ორგანიზატორებმა იმ ორთვიან მონიტორინგზე ისაუბრეს, რომელსაც მერიაში აწარმოებდნენ.
„ადგილობრივი თვითმმართველობის თითქმის ყველა უწყებაში დარღვევა დაფიქსირდა, ბიუჯეტი არამიზნობრივად იხარჯება, რაც მთავარია, მერიაში უგულვებელყოფილია და პატივს არ სცემენ სასამართლოს გადაწყვეტილებას,“ - აცხადებენ „გამჭვირვალე თვითმმართველობსათვის“ წარმომადგენლები.
როგორც ცნობილი გახდა, გადეგმილ აქციებზე, მერის გადადგომის მოთხოვნის პარალელურად, შესაძლებელია, საკრებულოს თავმჯდომარის გადადგომაც მოითხოვონ.