დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რატომ შეცვალა ხელისუფლებამ ბილბორდის შინაარსი
2009/09/30 13:26:12

ქუ­თა­ის­ში წყლის სის­ტე­მის რეაბილი­ტა­ცი­ის პროგ­რა­მა თით­ქმის სა­მი წე­ლია მიმ­დი­ნა­რეობს. რეაბილი­ტა­ცი­ის პირ­ვე­ლი ეტა­პის ღი­რებულება 13,3 მი­ლი­ო­ნი ევ­როა. აქე­დან სესხი, რო­მე­ლიც EBRD-მა ქუ­თა­ი­სის წყალს მის­ცა, 3 მი­ლი­ო­ნი ევ­როა, SIDA-ს და MCG-ის მი­ერ გა­მოყოფი­ლი გრან­ტი კი 7 მი­ლი­ონ ევ­როს შე­ად­გენს. ამ თანხას ად­გი­ლობრი­ვი ბიუჯეტი­დან თა­ნა­და­ფი­ნან­სების პრინ­ცი­პით გა­მოყოფი­ლი 1,8 მი­ლი­ო­ნი ევ­როც ემა­ტება. პრო­ექ­ტის მე­ნეჯმენტს სა­ქარ­თვე­ლოს მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი გან­ვი­თა­რების ფონ­დი ახორ­ცი­ე­ლებს, ხოლო სა­მუ­შა­ოებზე ტექ­ნი­კუ­რი ზე­დამხედ­ვე­ლობა ქუ­თა­ი­სის მე­რი­ას და შპს „და­სავ­ლე­თის წყალს“ ეკის­რებათ.

პრო­ექ­ტი­რება ნა­წი­ლობრივ შპს „გა­მამ“ გა­ა­კე­თა, თუმ­ცა მას­ში ცვლი­ლებებიც მიმ­დი­ნა­რეობს. პირ­ვე­ლი ტენ­დე­რი მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი გან­ვი­თა­რების ფონ­დმა ქუ­თა­ი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი წყალ­მო­მა­რა­გების პრო­ექ­ტის განხორ­ცი­ე­ლებაზე 2008 წლის 19 მა­ისს გა­მო­აცხადა. თუმ­ცა მა­ნამ­დე სა­ტენ­დე­რო განცხადება 2006 წლის 16 მა­ისს გა­მოქ­ვეყნდა. სა­სესხო ხელ­შეკ­რუ­ლება 2006 წლის 15 სექ­ტემბერს და­ი­დო.

პრო­ექ­ტი „სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დოება იმე­რე­თის წყალ­მო­მა­რა­გებისა და და­სუფ­თა­ვების პროგ­რა­მებში“, რო­მელ­საც ახალ­გაზ­რდუ­ლი სა­მეც­ნი­ე­რო-სა­ინ­ფორ­მა­ციო ასო­ცი­ა­ცია „ასა“ ფრიდ­რიხ ებერ­ტის ფონ­დთან პარ­ტნი­ო­რობით ას­რუ­ლებს, ქა­ლაქ­ში სას­მე­ლი წყლის პრო­ექ­ტის განხორ­ცი­ე­ლებას აკ­ვირ­დება. ხელ­მძღვა­ნე­ლი ზა­ზა ხელა­ძე ამბობს: „პრო­ექ­ტი, ფაქ­ტობრი­ვად, არ არ­სებობს და ამის და­მა­დას­ტუ­რებლად შპს „ქუთწყალ­კა­ნა­ლის“ დი­რექ­ტო­რის ივა­ნე მაღ­ლა­კე­ლი­ძის წე­რი­ლიც შე­მიძ­ლია გაჩ­ვე­ნოთ, რო­მე­ლიც 2009 წლის 27 თებერ­ვლით თა­რიღ­დება.“ წე­რილ­ში წე­რია: „ქუ­თა­ი­სის წყალ­მო­მა­რა­გების სის­ტე­მის რეაბილი­ტა­ცი­ის პრო­ექ­ტი და­მუ­შა­ვებულია 2006-2007 წლებში სა­მეც­ნი­ე­რო-საკ­ვლე­ვი ფირ­მა „გა­მას“-ს მი­ერ, რო­მელ­მაც გა­ი­ა­რა სა­ქარ­თვე­ლო­ში სახელ­მწი­ფო ექ­სპერ­ტი­ზა. 2008 წლის და­საწყის­ში დო­ნორ­მა ორ­გა­ნი­ზა­ციებმა ტენ­დე­რის სა­შუ­ა­ლებით შე­არ­ჩი­ეს ორ­გა­ნი­ზა­ცია „რამბოლი“, რო­მე­ლიც ჩა­უ­ტა­რებდა პრო­ექტს ექ­სპერ­ტი­ზას და ტექ­ნი­კურ ზე­დამხედ­ვე­ლობას გა­უ­წევ­და მშე­ნებლობას. პრო­ექ­ტის მიმ­დი­ნა­რეობა ამის გა­მო შე­ფერხდა. „გა­მას“ მი­ერ და­მუ­შა­ვებული პრო­ექ­ტი და­ი­შა­ლა. დღეს­დღეობით მიმ­დი­ნა­რეობს კო­რექ­ტი­რება აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ექ­ტი­სა და, ფაქ­ტობრი­ვად, მიმ­დი­ნა­რე სა­მუ­შა­ოების პრო­ექ­ტის. რაც შეეხება პრო­ექ­ტის მუ­შა ნახაზებს, ვი­მე­დოვ­ნებთ, კო­რექ­ტი­რებულ ნა­წი­ლებს მი­ვი­ღებთ და გად­მო­გიგ­ზავ­ნით დაუყოვ­ნებლივ.“

შპს „და­სავ­ლე­თის წყალის“ სა­ზო­გა­დოებას­თან ურ­თი­ერ­თობის სამ­სახურის მი­ერ მო­წო­დებული ინ­ფორ­მა­ცი­ით, „21 ქუ­ჩა­ზე დას­რუ­ლებულია სა­რეაბილი­ტა­ციო სა­მუ­შა­ოები, გაახლებულია მა­გის­ტრა­ლუ­რი ქსე­ლი თა­ვი­სი გან­შტოებებით (გა­დამყვა­ნებით). სამ­შე­ნებლო სა­მუ­შა­ოები მიმ­დი­ნა­რეობს რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­სა და დე­მეტ­რე თავ­და­დებულის ქუ­ჩებზე, ხოლო გე­ლა­თის, გა­ნათ­ლების, ნი­უ­პორ­ტის, კოს­ტა­ვას, პეტ­რე იბერის ქუ­ჩებსა და ახალ­გაზ­რდობის ქუ­ჩის მე-2 შე­სახვევ­ში პრო­ექ­ტით გათ­ვა­ლის­წი­ნებული სა­მუ­შა­ოები გრა­ფი­კის მიხედ­ვით და­იწყება. რაც შეეხება სა­თა­ვე ნა­გებობებს, wilo-ს ფირ­მის 50 ერ­თე­უ­ლი ვერ­ტი­კა­ლუ­რი ტუმბო შე­ძე­ნი­ლია და მიმ­დი­ნა­რეობს ჭაბურ­ღი­ლების მოწყობა. კერ­ძოდ, გა­რეცხილია 11 ჭაბურ­ღი­ლი, გა­ლე­სი­ლია ჭაბურ­ღი­ლის 10 შე­ნობა, და­მი­წების კონ­ტუ­რი გა­კე­თებულია 6 ჭა­ზე. მიყვა­ნი­ლია და გა­კე­თებულია 32 ჭაბურ­ღილ­ზე მი­სას­ვლე­ლი გზა. დაწყებულია 12 ჭაბურ­ღი­ლის მონ­ტაჟი, რო­მელ­საც ახორ­ცი­ე­ლებს ტენ­დერ­ში გა­მარჯვებული ფირ­მა NEW ENERGY. უახლო­ეს ხანებში და­იწყება ახალი პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც ავ­ტო­ქარხნის და­სახლების წყალ­გაყვა­ნი­ლობის სის­ტე­მის სრულ რეაბილი­ტა­ცი­ას ით­ვა­ლის­წი­ნებს.“

გრა­ფი­კით გე­ლა­თის, გა­ნათ­ლების და ნი­უ­პორ­ტის ქუ­ჩა­ზე სა­მუ­შა­ოები 2009 წლის მე­სა­მე კვარ­ტალ­ში უნ­და დას­რუ­ლებულიყო. „ასას“ ხელ­მძღვა­ნე­ლის ზა­ზა ხელა­ძის თქმით: „პე­რი­ფე­რიებში, ასე ვთქვათ,     „ახალ­ტუ­რებენ“ და არ აკე­თებენ ხარისხია­ნად, ვიდ­რე ეს ცენ­ტრში კეთ­დება. მაგ­რამ გეტყვით, რომ იყო ისე­თი ქუ­ჩები, რო­მე­ლიც პრო­ექ­ტში გა­მორ­ჩე­ნი­ლი იყო. სა­ინ­ტე­რე­სოა, ვის შე­ე­შა­ლა - იმას, ვინც პრო­ექ­ტი გა­ა­კე­თა?“

EBRD-ის­გან აღებული სესხის დაბრუ­ნების ვა­დები და მომ­სახურების პი­რობები მუხლების მიხედ­ვი­თაა გა­წე­რი­ლი. სესხის ხან­გრძლი­ვობა 15 წე­ლია, სამ­წლი­ა­ნი შე­ღა­ვა­თი­ა­ნი პე­რი­ო­დის ჩათ­ვლით. გა­დახდა მიმ­დი­ნა­რე წლის 21 ნო­ემბრი­დან იწყება და 2021 წლის 21 მა­ისს მთავ­რდება. ვა­ლი ყოველ­წლი­უ­რად 125 000 ევ­როს გა­დახდით, კურ­სის შე­საბამი­სად უნ­და და­ი­ფა­როს. რო­გორც შპს   „და­სავ­ლე­თის წყლის“ ხელ­მძღვა­ნე­ლობამ შეგ­ვატყობინა, „დრო­ში გა­წე­ლი­ლი საპ­რო­ექ­ტო სა­მუ­შა­ოების გა­მო ეკო­ნო­მი­კუ­რი ეფექ­ტი, კერ­ძოდ, ენერ­გო­ე­ფექ­ტი კომ­პა­ნი­ას არ მი­უ­ღი­ა, რაც არ­სებულ­თან შე­და­რებით დაბალი სიმ­ძლავ­რის ვერ­ტი­კა­ლურ და ჰორი­ზონ­ტა­ლუ­რი ტუმბოების და­მონ­ტაჟებას გუ­ლისხმობს. მიუხედა­ვად ამი­სა, ჩვენ ვალ­დებული ვართ, გა­და­ვიხადოთ და ვიხდით კი­დეც სა­სესხო ხელ­შეკ­რუ­ლებით და­კის­რებულ თანხებს. 2008 წელ­ში, მა­შინ­დელ­მა შპს „წყალ­კა­ნალ­მა“ ვალ­დებულების გა­და­სახადი - 60 ათა­სი ლა­რი და­ფა­რა. 2009 წელ­ში კი - 17 ათა­სი ლა­რი პრო­ცენ­ტის სახით. ხოლო 2009 წლის 21 ნო­ემბერს, უკ­ვე შპს „და­სავ­ლე­თის წყალი“ გა­დაიხდის 125 ათას ევ­როს და პრო­ცენ­ტის თანხას - 8 ათას ევ­როს.“

ასო­ცი­ა­ცია „ასა“-ს ხელ­მძღვა­ნე­ლობამ კი პრო­ექ­ტში მიმ­დი­ნა­რე დარ­ღვე­ვებთან და­კავ­ში­რებით ქუ­თა­ი­სის საკ­რებულოს თხუთ­მე­ტი­ვე დე­პუ­ტატს წე­რი­ლი მის­წე­რა. „თუმ­ცა დღემ­დე არა­ნა­ი­რი გა­მოხმა­უ­რება არ მოჰყოლია ამ ფაქტს. პრო­ექ­ტის ჩაბარებამ 2010 წლამ­დე გა­და­ი­წია. სა­ინ­ტე­რე­სოა ვა­ლის გა­დახდა რო­გორ მოხდება, რად­გან ქუ­თა­ი­სის „წყალ­კა­ნალს“ არ აქვს ამ ვა­ლის გა­დახდის სა­შუ­ა­ლება. მა­შინ ვინ გა­დაიხდის? გა­მო­დის, რომ ქუ­თა­ი­სის ბიუჯეტი­დან წა­ი­ღებენ ამ ფულს. ქუ­თა­ის­ში ბილბორ­დზეც კი გაქ­რა წარ­წე­რა, რომ ქუ­თა­ისს 24 სა­ა­თი­ა­ნი სას­მე­ლი წყალი ექ­ნება. იქ წე­რია უდე­ფი­ცი­ტო. მაგ­რამ რას ნიშ­ნავს დე­ფი­ცი­ტი? არ მგო­ნია, საზ­ღვარ­გა­რე­თი­დან შე­მოგ­ვქონ­დეს წყალი? დე­ფი­ცი­ტი წყლის არ­ქო­ნას ჰქვი­ა, რო­ცა წყალს ვერ კრებ. ეს უპა­სუხის­მგებლო განცხადებაა. ახლა კი ხელოვ­ნუ­რად შეზ­ღუ­დუ­ლი წყლის მო­წო­დებაა. ლო­ზუნ­გის შეც­ვლა გა­მო­იწ­ვია იმან, რომ მიხვდნენ - ეს ყვე­ლა­ფე­რი არა­საკ­მა­რი­სი ღო­ნის­ძიება იყო. პა­რა­ლე­ლუ­რად კი არა­კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რად მიმ­დი­ნა­რეობს სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ოები. არის ტექ­ნი­კუ­რი და სამ­შე­ნებლო დარ­ღვე­ვები, რაც თა­ვი­დან­ვე იყო. ასე­ვე ხდება არას­წო­რი გა­დაბმები, რის გა­მოც რამ­დე­ნი­მე ქუ­ჩა უკ­ვე მწყობრი­დან გა­მო­ვი­და,“- აღ­ნიშ­ნა ზა­ზა ხელა­ძემ.

ამ ეტაპ­ზე კი 28 ქუ­ჩა­ზე წყალ­გაყვა­ნი­ლობის სა­მუ­შა­ოები მიმ­დი­ნა­რეობს, რომ­ლის სა­ერ­თო ღი­რებულება 5, 420 ათა­სი ლა­რია. სა­მუ­შა­ოების შემ­სრუ­ლებელია კომ­პა­ნია NEW ENERGY. შემ­დე­გი ეტა­პი გამ­რიცხვე­ლი­ა­ნებაა, რო­მე­ლიც მოხმა­რებული წყლის რა­ო­დე­ნობას თი­თო­ე­ულ ოჯახს და­უთ­ვლის. ამის­თვის 22 000 მრიცხვე­ლი უნ­და და­მონ­ტაჟდეს, რომ­ლის სა­ერ­თო ღი­რებულება 425 000 ევ­როა. მრიცხვე­ლებს იტა­ლი­უ­რი ფირ­მა B-Me­t­ers-სგან შე­ი­ძე­ნენ, მა­თი მონ­ტაჟის­თვის კი ტენ­დერს უახლო­ეს მო­მა­ვალ­ში გა­მო­აცხადებენ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1460
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია