დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ციხეებში ფარული მოსასმენი და ვიდეოჩამწერი აპარატურა აღმოაჩინეს
2013/01/29 12:30:57

შსს ციხეებიდან ფარული მოსასმენი და ვიდეოჩამწერი აპარატურის ამოღების მასალას ავრცელებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის ნინო გიორგობიანის განცხადებით, გამოძიების პროცესში გაირკვა, რომ საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში (მათ შორის, თბილისის №8 და №9, ბათუმის №3, ქუთაისის №2, გეგუთის №14 და ზუგდიდის №4 დაწესებულებებში) 2006-2010 წლების პერიოდში, შენობების მშენებლობისა და სარემონტო სამუშაოების ჩატარების დროს, უკანონოდ დამონტაჟდა ფარული მოსასმენი და ვიდეოჩამწერი აპარატურა. შესაბამისად, დანაშაული სისტემურად ორგანიზებულ ხასიათს ატარებდა.

მისივე განცხადებით, დაწესებულებებში ჩატარებული ჩხრეკისა და დათვალიერების პროცესში, უკანონოდ დამონტაჟებული ფარული მოსასმენი და ვიდეოჩამწერი აპარატურის გარდა, გამომძიებლებმა სპეციალურ სათავსოს - ე.წ. პულტების ოთახს მიაკვლიეს, რომელიც მონაცემთა გაცვლისათვის საჭირო სპეციალური ტექნიკით იყო აღჭურვილი, რაც საშუალებას იძლეოდა, ვიდეო და აუდიოკონტროლი დისტანციურად განხორციელებულიყო.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1478
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია