დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სოციალური ქსელი
ვანო მერაბიშვილს სტრასბურგის სასამართლოს იმედი აქვს
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2013/09/10 11:47:23

 

პატიმრობასი მყოფმა ყოფილმა პრემიერმინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა სოციალური ქსელიტ გაავრცელა მიმართვა საზოგადოების მიმართ, რომელსაც უცვლელად გტავაზობთ.

"ძვირფასო მეგობრებო!

ამ კვირაში ჩემს წინააღმდეგ წაყენებული ერთ-ერთი ბრალდების თაობაზე სასამართლო პროცესი იწყება. მეც და ჩემი დამცველებიც ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ როგორც ამ, ასევე ყველა სხვა საქმეზე სასამართლოში ჩემი სრული უდანაშაულობა დავამტკიცოთ. 

ძალიან კარგად მესმის, რომ ეს პოლიტიკური პროცესია და მე ივანიშვილის მთავრობის პოლიტიკური პატიმარი ვარ. ისიც მესმის, რომ ჩემი დაპატიმრება მოხდ მთავარი ოპოზიციური პარტიის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისდასასუსტებლად და მოახლოებული არჩევნების წინ ჩვენი პარტიის რიგებში დაბნეულობისა და დეზორგანიზაციის შემოსატანად.

მინდა კიდევ ერთხელ განვმარტო საზოგადოებისთვის - ქუთაისის სასამართლოში ეს საქმე წამოიღეს მხოლოდ იმიტომ, რომ პროკურატურას მოსამართლე ახალბედაშვილისგან გარანტია ჰქონდა მიღებული, რომ ის გამოიტანდა ჩემი წინასწარ პატიმრობაში აყვანის სრულიად დაუსაბუთაბელ და უკანონო განაჩენს.

შემდეგი ნაბიჯი იყო, როდესაც მოსამართლე გურულს გადაწყვეტილება ძალაში დაატოვებინეს. ესეც უპრეცედენტო დარღვევაა! მოსამართლე გურული საერთოდ არ იყო უფლებამოსილი განეხილა ეს საკითხი. საქართველოს კანონმდებლობით ამ მოსამართლეს არ ჰქონდა უფლება მიეღო გადაწყვეტილება, მაგრამ იმდენად დიდია ივანიშვილის სურვილი, რომ მე ციხეში ვიყო, რომ მთავრობა ამ პროცედურულ დარღვევებზეც წავიდა.

ამ დარღვევებს დარწმუნებული ვარ სტრასბურგის სასამართლო ჯეროვან ყურადღებას მიაქცევს. როგორც საერთაშორისო, ასევე ჩვენი საზოგადოება სულ მალე დარწმუნდება, რომ სახეზეა მხოლოდ პოლიტიკური დევნა და ამ ყველაფერს საერთო არ აქვს სამართალსა და სამართლიანობასთან.

ყველა ჩემ გულშემატკივარს კიდევ ერთხელ დიდ მადლობას ვეუბნები სამართლებრივი ბრძოლის ამ ახალი რაუნდის დაწყების წინ!"

ვანო მერაბიშვილი

წყარო: https://www.facebook.com/Merabishvili.vano

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2584
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია